Jump to content

Facebook-მა Huawei-ს აუკრძალა სმარტფონებში თავისი აპლიკაციის წინასწარი დაყენება


Recommended Posts

დღესდღეობით თთქმის ყველა Android-სმარტფონი ბაზარზე გამოდის დაყენებული Facebook-აპლიკაციით. თუმცა კომპანია Huawei-ს ამგვარი პრივილეგია აღარ ექნება. რა თქმა უნდა, მიზეზი სავაჭრო ომსა და კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში მდგომარეობს. 

image.jpeg 

გამომცემლობა Reuters იტყობინება, რომ Facebook-მა Huawei-ს აუკრძალა თავის სმარტფონებში წინასწარ Facebook-აპლიკაციის დაყენება. ეს ფაქტი წარმოადგენს ამერიკული პოლიტიკის გაგრძელებას - შეაფერხოს ჩინური მწარმოებელი. Facebook-თან ერთად წინასწარ აღარ იქნება დაყენებული აპლიკაციები - WhatsApp და Instagram. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საუბარი ეხება აპლიკაციის წინასწარ დაყენება. Play Store-ში ხსენებული აპლიკაციები კვლავ ძველებურად იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებლები შეძლებენ მათ ჩამოტვირთვას, დაყენებას და სარგებლობას ჩვეულებრივ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთმა მცირე მოუხერხებლობამაც კი შესაძოა Huawei-ს სმარტფონები ნაკლებად მიმზიდველი გახადოს მომხმარებლების თვალში. მეორე მხრივ, ზოგს ამგვარი რამ შეიძლება მოეწონოს კიდეც. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei „შავ სიაში“ ჩასვა, ამერიკულ კომპანიებს აღარ შეუძლიათ მასთან თანამშრომლობა ხელისუფლების ნებართვის გარეშე. Intel-მა და Qualcomm-მა უკვე განაცხადეს, რომ Huawei-ს აღარ მიჰყიდიან მაკომპლექტებლებს. Google-მა კი უკან გამოითხოვა Android-ის ლიცენზია, რაც ართულებს Huawei-ს სამომავლო სმარტფონების წარმოებას.  

Facebook-ს წინასწარი დაყენების აკრძალვა უკვე ძალაში შედის და ყველგან ვრცელდება, მათ შორის ჯერ არგამოშვებულ სმარტფონებზეც. ჯერჯერობით უცნობია, მიბაძავენ თუ არა ამ მაგალითს სხვა სოციალური ქსელები და სერვისები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.