Magdalena Posted June 9, 2019 Share Posted June 9, 2019 კომპანია BenQ-მა წარადგინა მონიტორი Zowie XL2731, რომელიც შექმნილია სპეციალურად მომხმარებელთა იმ კატეგორიისათვის, ვინც გატაცებულია კომპიუტერული თამაშებით. ეკრანის დიაგონალის ზომა 27 დუიმს შეადგენს, გაფართოება 1920 × 1080 პიქსელია, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. მონიტორის რეაქციის დრო 1 მილიწამია. კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცს აღწევს. სიკაშკაშე 320 კდ/მ2-ის ტოლია, კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური კონტრასტულობა კი - 12 000 000:1. მიერთებისათვის განკუთვნილია ციფრული ინტერფეისები - DVI-DL, HDMI 2.0 (×2) და DisplayPort 1.2. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორიც. მონიტორის სადგამი უზრუნველყოფს ეკრანის მდგომარეობის, დახრის კუთხის რეგულირებას: შესაძლებელია სიმაღლის შეცვლა, დახრილობის ცვლილება და მობრუნება. გარდა ამისა, შესაძლებელია პანელის დაყენება პორტრეტულ რეჟიმშიც. მონიტორს აქვს Low Blue Light ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს განათებაში ინტენსიური ლურჯი ფერის შემცირებას. შესაბამისად, მცირდება დატვირთვა თვალებზე და იხსნება დაღლილობა. Flicker-free სისტემის წყალობით ეკრანს არ ახასიათებს გამოსახულების ციმციმი. მონიტორში რეალიზებულია ფუნქცია Black eQualizer, რომელიც გამოსახულების ჩაბნელებულ სივრცეებს ხდის უფრო კონტრასტულსა და მკვეთრს, თუმცა არ ცვლის და ზედმეტად არ ანათებს გამოსახულების დანარჩენ ნაწილს. https://3dnews.ru/988811 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.