Jump to content

Boston Dynamics ემზადება პირველი კომერციული რობოტის გამოსაშვებად


Recommended Posts

კომპანია Boston Dynamics-ის რობოტები ბოლო წლებია რეგულარულად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ კომპანია ემზადება პირველი კომერციული ქმნილების წარსადგენად. საუბარი ეხება ოთხფეხა რობოტს, სახელად Spot, რომელიც მალე გამოჩნდება გაყიდვაში. 

image.jpeg

 

Boston Dynamics-ის გენერალურმა დირექტორმა Marc Raibert-მა განაცხადა, რომ ამ დროისათვის რობოტი Spot გამოცდას გადის რამდენიმე „გადასამოწმებელ კონცეფციაში“, მაგალითად, მისი ტესტირება ხდება ამანათების მიწოდებასა და გეოდეზიური სამუშაოების ჩატარებაში. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად რობოტის გაყიდვის ზუსტი თარიღის არარსებობისა, იგი უახლოეს თვეებში გამოვა ბაზარზე. ამ პერიოდის განმავლობაში რობოტი მასშტაბურ ტესტირებებს გაივლის და საბოლოოდ დასრულდება მის დიზაინზე მუშაობაც. 

image.jpeg

 

Boston Dynamics-ის რობოტების დემონსტრირება მოხდა Amazon Re: MARS კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება მოწინავე რობოტექნიკას, მანქანურ სწავლებასა და კოსმოსის ათვისების საკიხებს. კომპანიის წარმომადგენლებმა აჩვენეს, თუ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი რობოტების მართვა D-pad კონტროლერის მეშვეობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რობოტის მართვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. 

image.jpeg

 

კომპანიას მკაფიო წარმოდგენა აქვს, როგორი უნდა იყოს მისი რობოტები, თუმცა რთული სათქმელია, შეძლებს თუ ვერა Boston Dynamics სიცოცხლისუნარიანი ბიზნესის დაფუძნებას. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამჟამად მთავარი ამოცანა წარმოების გაფართოებაა. დღესდღეობით Boston Dynamics-ს 50 ერთეული რობოტი Spot აქვს, სამომავლოდ კი დაგეგმილია ყოველ წელს 1000 ეგზემპლარის წარმოება.  

რობოტი Spot-ის ფასი ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლის თქმით მისი ღირებულება პროტოტიპის ფასზე ბევრად მცირე იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.