Jump to content

მსოფლიოს მსხვილი ბანკების ჯგუფი საკუთარი ერთობლივი ციფრული ვალუტის გამოშვებას აპირებს


Recommended Posts

შვეიცარიის ბანკმა და 13-მა სხვა ფინანსურმა კომპანიამ, რომელთა შორისაა აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის მსხვილი ბანკები, შექმნეს ახალი კომპანია, რომელიც უხელმძღვანელებს ციფრული ვალუტის განვითარებას - იტყობინება Wall Street Journal. ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ამბიციური და რეზონანსული ბლოკჩეინ-პროექტი მსოფლიოში. ალიანსში შემავალმა ფინანსურმა კომპანიებმა ერთობლივად 63 მლნ აშშ დოლარი ჩადეს ხსენებულ საქმიანობაში. 

image.jpeg 

საბანკო ტოკენის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილია. პროექტი გულისხმობს ციფრული ვალუტის შექმნას ბლოკჩეინის ბაზაზე. WSJ ტოკენს აღწერს, როგორც „ერთსა და იმავე დროს საგადახდო საშუალებაც და მესენჯერიც, რომელიც ატარებს მთელ იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია გარიგების შესრულებისათვის“. იგი გამყარებული იქნება ბანკების მიერ კონტროლირებადი ფიატ-ფულით. ახალი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რომაიოს რემმა განაცხადა, რომ ვალუტა სავსებით ქმედითუნარიანი იქნება მიმდინარე წელსვე. 

პროექტში მონაწილე კომპანიები მუშაობენ ბლოკჩეინ-სტარტაპ Clearmatics-ან და აცხადებენ, რომ ბლოკჩეინზე შეიქმნება მონეტა ანგარიშსწორებისა და კომუნალური სერვისების უზრუნველყოფისთვის. რეალურად როგორი იქნება მონეტის მუშაობის პრინციპი - ჯერჯერობით არავინ იცის. პროექტი ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ 2015 წელს, 2017 წელს კი Financial Times-მა გამოაცხადა, რომ „რეალურად ეს არის არა იმდენად ბლოკჩეინ-პროექტი, რამდენადაც საბაზრო ინფრასტრუქტურის პროექტი“. ბევრი მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინ-პროოექტებს აზრი რ აქვს, თუკი ისინი ცენტრალიზებულად კონტროლდება ბანკების მსგავსად. 

მოკლედ რომ ითქვას, საბანკო ციფრული ვალუტა იქმნება. რითი იქნება იგი განსხვავებული უკვე ცნობილი ვირტუალური ვალუტისაგან - ჯერჯერობით გარკვეული არ არის.  

https://hi-news.ru/business-analitics/gruppa-krupnyx-bankov-planiruet-zapustit-sobstvennuyu-cifrovuyu-valyutu.html 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.