Magdalena Posted June 6, 2019 Share Posted June 6, 2019 კომპიუტერული საზოგადოება აქტიურად განიხილავს Turing-ვიდეო ბარათების შესაძლო “refresh”-ის თემას, პარალელურად კი სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება NVIDIA-ს პირველი 7-ნანომეტრიანი გრაფიკული მოწყობილობების შესახებ, რომლებიც დამყარებულია Ampere თაობის GPU-ზე. თავდაპირველად ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალ პროდუქტებს ტაივანური კომპანია TSMC გამოუშვებდა, თუმცა DigiTimes-ის სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით ამჯერად ცნობილი ხდება, რომ გრაფიკული პროფესორების წარმოებით დაკავდება მეორე ტექნოგიგანტი - კერძოდ კი კომპანია Samsung-ი. GPU Ampere გამოვა 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ უბიძგა NVIDIA-ს მსგავსი გადაწყვეტილებისაკენ, თუმცა შესაძლოა საქმე ფინანსურად მომგებიან პირობებში მდგომარეობდეს. თანაც Samsung-ის ტექნოლოგია მეტად პერსპექტიულად მიიჩნევა, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს სამომავლო შესაძლებლობებზე. თანაც, TSMC-ის საწარმოო სიმძლავრე ვერ გაუმკლავდებოდა მოცულობის ზრდის ტემპებს. GPU Ampere-ზე დაფუძნებული გრაფიკული პროდუქტების შესახებ ცნობები უკვე დიდი ხანია ვრცელდება: თავდაპირველად ისინი Turing-ის თაობის ვიდეო ბარათების შთამომავლებად მიიჩნეოდა, შემდეგ გავრცელებული ხმებით კი მათ უნდა ჩაენაცვლებინათ Voolta არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პროდუქტები. რამოდენიმე გრაფიკული პროცესორი ნომრებით - GA104, GA104-400 - უკვე მოხვდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში. Ampere თაობის გრაფიკული მოწყობილობების დებიუტი 2020 წელს შედგება. https://overclockers.ru/blog/id_1/show/27198/graficheskie-reshenija-pokolenija-ampere-ot-nvidia-budut-osnovany-na-7nm-gpu-proizvodstva-samsung 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.