Magdalena Posted June 5, 2019 Share Posted June 5, 2019 Computex ყოველწლიური მსხვილი შოუა და იგი IT-სამყაროს ერთ-ერთ ცენტრალურ მოვლენას წარმოადგენს. გამოფენა პირველ რიგში ეძღვნება პერსონალური კომპიუტერების მაკომპლექტებლებს, კომპიუტერებს, ლეპტოპებსა და სხვა კომპიუტერულ თუ გეიმინგ-ტექნიკას. დედა დაფები, კვების ბლოკები, მეხსიერების მოდულები, ვიდეო ბარათები - ის მოწყობილობებია, რომლებიც Computex-ზე ყველაზე ჭარბი რაოდენობითაა წარმოდგენილი. მოცემულ სტატიაში თავმოყრილია გამოფენაზე წარმოდგენილი ყველაზე საინტერესო სიახლეები, მოწყობილობები და გაჯეტები. გეიმინგ-სმარტფონი ASUS ROG Phone თანამედროვე ტრენდის შესაბამისად კომპანია ASUS-მა წარადგინა გეიმინგ-სმარტფონი ROG Phone. იგი აწყობილია მძლავრ რვაბირთვიან Qualcomm Snapdragon 845 პროცესორზე, აქვს 8 გბ ოპერატიული და 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება. სმარტფონი წარმოდგენილია ROG-ის საფირმო სტილისტიკით და მძლავრი შიდა კომპონენტების პარალელურად გააჩნია სუპერსწრაფი რეაგირების მქონე განსაკუთრებული ეკრანი. ROG Phone-ს შესაძლებელია დაუკავშირდეს მაუსი, კლავიატურა და მონიტორი, აგრეთვე სპეციალური აქსესუარები, მაგალითად გაჯეტი სახელად Gamevise სტიკებითა და ტრიგერებით, რომლითაც სმარტფონი კი ემსგავსება პორტატულ კონსოლ Nintendo 3DS-ს. მოწყობილობის ერთ-ერთ მთავარ განსაკუთრებულობას წარმოადგენს ინტეგრირებული გაგრილების სისტემა, ხოლო თუკი ROG Phone-ს სპეციალურ აქსესუარს დავუკავშირებთ, მივიღებთ სრულფასოვან გაგრილებას ვენტილატორით. კომპაქტური ვიდეო ბარათი AMD Radeon RX Vega 56 Nano კომპანია AMD-მა PowerColor-თან პარტნიორობის შედეგად წარადგინა Radeon RX Vega 56 Nano ბარათის კომპაქტური ვერსია. გრაფიკული ადაპტერის სიგრძე 170 მილიმეტრია, რისი წყალობითაც იგი გამოყენებადია კომპაქტურ კომპიუტერებსა და მულტიმედია ცენტრებში Mini-ITX ფორმატის დედა დაფების საფუძველზე. ჩიპის ბირთვის სიხშირე 1156 მეგაჰერცია, ტურბო-რეჟიმში კი - 1471 მჰც. ვიდეო ბარათს აქვს 8 გბ ვიდეომეხსიერება სიხშირით 800 (1600) მჰც. გაგრილების სისტემაში გამოყენებულია 90-მილიმეტრიანი ვენტილატორი, თავად ვიდეო ბარათი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. ამასთან, კომპაქტურობის მიუხედავად, AMD Radeon RX Vega 56 Nano-ს სჭირდება კვების ბლოკი არანაკლებ 650 ვატისა. ბარათს აქვს შემდეგი ტექნოლოგიების მხარდაჭერა: CrossFireX, Eyefinity და Freesync 2, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება VR-ჰედსეტებთან მუშაობისას. ბარათის ფასი ჯერ არ არის ცნობილი. Intel-ის 28-ბირთვიანი პროცესორი კომპანია Intel-მა წარადგინა 28-ბირთვიანი პროცესორი, რომელიც მუშაობს 5 გჰც სიხშირეზე. ახალმა პროცესორმა Cinebench-ზე 7334 ქულა დააგროვა. მსგავს შედეგებს აფიქსირებენ მხოლოდ რამდენიმე პროცესორის მქონე სისტემები. მოსალოდნელია, რომ ახალი ჩიპი ბაზარზე გამოვა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, მისი ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა სავარაუდოდ არ ეღირება 2 ათას დოლარზე ნაკლები. ორეკრანიანი ლეპტოპები ASUS ZenBook Pro 15 და ASUS Project Precog კომპანია ASUS-მა წარადგინა ერთდროულად ორი ორეკრანიანი ლეპტოპი. პირველია ASUS ZenBook Pro 15. იგი მეორესთან შედარებით უფრო მეტად ჯდება სტანდარტული ლეპტოპის სტილში. მეორე, 5.5-დუიმიანი ეკრანი თაჩპედშია დამალული. ლეპტოპს აქვს IPS-მატრიცა გაფართოებით FullHD (1920x1080) და მისი გამოყენება სხვადასხვა დავალებისთვისაა შესაძლებელი. დამატებით ეკრანს შეუძლია მთავარი ეკრანის დუბლირებაც. თავად ლეპტოპი საკმაოდ მოდური და მძლავრია. მას აქვს ლითონის კორპუსი, 15.6-დუიმიანი UHD დისპლეი, ექვსბირთვიანი პროცესორი Intel Core i9-8950HK (2.9 გჰც), გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX1050Ti (4 გბ), 1 ტერაბაიტიანი SSD, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, დაქტილოსკოპიური სკანერი და ხარისხიანი აკუსტიკა. მეორე მოდელს ორი სრულფასოვანი სენსორული ეკრანი აქვს, ტექსტის აკრეფისას ერთ-ერთი მათგანი სენსორულ კლავიატურად იქცევა. ჯერჯერობით ეს ლეპტოპი მხოლოდ პროტოტიპია, თუმცა სრულფასოვან ვერსიას მალე ვიხილავთ. 32-ბირთვიანი პროცესორი AMD Theadripper 2 Intel-ის 28-ბირთვიანი პროცესორის წარდგენიდან რამდენიმე საათში AMD-მა წარადგინა უფრო მეტბირთვიანი ჩიპი. მეორე თაობის Threadripper-პროცესორები ნამდვილად ექსტრემალური ვარიანტებია, მათში გაერთიანებულია ოთხი 8-ბირთვიანი APU Ryzen, რითაც ფორმირდება ერთიანი, 32-ბირთვიანი გიგანტური სისტემა. პროცესორს შეუძლია ერთდროულად 64 ნაკადის დამუშავება, აქვს 250-ვატიანი TDP და თავსებადია X399 დედა დაფის პირველ თაობასთან. მოწყობილობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გამოვა. კომპაქტური გეიმინგ-კომპიუტერი Zotac MEK Mini კომპანია Zotac-მა წარადგინა კომპაქტური გეიმინგ-სისტემა MEK Mini, რომელიც დამყარებულია Intel Coffee Lake აპარატულ პლატფორმაზე. მცირე ფორმ-ფაქტორის კორპუსში განთავსებულია დედა დაფა mini-ITX, პროცესორი Core i7-8700T (6 ბირთვი, 12 ნაკადი). ნომინალური ტაქტის სიხშირე 2.4 გჰც-ს შეადგენს, მაქსიმალური - 4.0-ს. წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებელი Zotac GeForce GTX 1080 Mini. DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტს შეადგენს. კომპიუტერი აღჭურვილია ტრადიციული, 2-ტერაბაიტიანი მყარი დისკით, უსადენო კავშირის კონტროლერებიდან ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5. ფასი და გაყიდვის თარიღი ჯერჯეობით არ დაზუსტებულა. რკალისებრი გეიმინგ-მონიტორი MSI Optix MAG491C კომპანია MSI-მა წარადგინა გეიმინგ-მონიტორი Optix MAG491C ტოპ-კლასის გეიმინგ-სისტემებისათვის. პანელს რკალისებრი ფორმა აქვს, ეკრანის ზომა 49 დუიმია, აქვს sRGB ფერის სისტემის მხარდაჭერა. სიკაშკაშე 400 კდ/მ2 აღწევს. ეკრანის გვერდების შეფარდებაა 32:9, გაფართოება - 3840x1080 პიქსელი. მონიტორის განსაკუთრებულობა გამოიხატება Picture-by-Picture რეჟიმის არსებობაში, რომლითაც შესაძლებელია ეკრანის ორ ნაწილად გაყოფა. კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი. პანელს აქვს AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია HDMI და ერთი DisplayPort. მონიტორის გაყიდვა წელსვე დაიწყება და მისი ფასი იქნება 1000 დოლარი. https://arsplus.ru/wk/computex_2018_samye_interesnye_i_neobychnye_novinki_kompyuternoy_tekhniki/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted June 5, 2019 Share Posted June 5, 2019 6 hours ago, Magdalena said: რკალისებრი გეიმინგ-მონიტორი MSI Optix MAG491C კომპანია MSI-მა წარადგინა გეიმინგ-მონიტორი Optix MAG491C ტოპ-კლასის გეიმინგ-სისტემებისათვის. პანელს რკალისებრი ფორმა აქვს, ეკრანის ზომა 49 დუიმია, აქვს sRGB ფერის სისტემის მხარდაჭერა. სიკაშკაშე 400 კდ/მ2 აღწევს. ეკრანის გვერდების შეფარდებაა 32:9, გაფართოება - 3840x1080 პიქსელი. მონიტორის განსაკუთრებულობა გამოიხატება Picture-by-Picture რეჟიმის არსებობაში, რომლითაც შესაძლებელია ეკრანის ორ ნაწილად გაყოფა. კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი. პანელს აქვს AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია HDMI და ერთი DisplayPort. მონიტორის გაყიდვა წელსვე დაიწყება და მისი ფასი იქნება 1000 დოლარი. არასდროს მესმოდა, 120 Hz და მეტი სიხშირის მონიტორი, რამდენად კომფორტული სათამაშოა გეიმერისთვის. როდესაც სტანდარტული HD 60Hz მონიტორზე 60 FPS-მიღწევაც კი პრობლემად რჩება. თუნდაც მაგ სურათზე, თუ არ ვცდები Project Cars 2 არის ნაჩვენები, რომელზეც ჰაი სეტინგებზე გამორიცხულია საშუალო და მაღალი კომპით, სტაბილური 60 FPS... აღარაფერს ვიტყვი არაკომერციულ პროექტებზე, კერძოდ სიმულატორებზე, სადაც სტაბილური 30 FPS სანატრელია. 1 სიტყვით, კარდინალური ცვლილებებია მოსახდენი, რომელიც გარდაუვალია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.