Jump to content

Apple-მა წარადგინა 6K-მონიტორი Pro Display HDR ფასით: 4999 აშშ დოლარი


Magdalena

Recommended Posts

მიმდინარე WWDC 2019 კონფერენციის ფარგლებში Apple-მა განაცხადა, რომ უშვებს საკუთარ დისპლეის, სახელად Pro Display HDR. ეს არის LCD Retina დისპლეი გაფართოებით 6016 × 3384 პიქსელი (შეესაბამება 6K ფორმატს). გაყიდვების საწყის ეტაპზე ახალი ეკრანი 4999 დოლარი ეღირება, სპეციალური სადგამი Pro Stand კი ცალკე გაიყიდება 999 დოლარად. 

image.jpeg 

მონიტორ Pro Display HDR-ს აქვს ექსტრემალური დინამიკური დიაპაზონი და გაფართოებული ფერთა გამა, აგრეთვე გააჩნია რამდენიმე ინტეგრირებლი ეტალონური რეჟიმი. მოწყობილობას აქვს მატირებული კორპუსი და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი. უკანა პანელის დიზაინი მოგვაგონებს განახლებული Mac Pro-ს გარეგნულ იერ-სახეს, წარმოდგენილი ბადე რადიატორის ფუნქციას ასრულებს. Pro Display HDR-ის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებლი 1000 ნიტს შეადგენს, ცალკეულ ადილებში კი 1600-ს. 

image.jpeg 

image.jpeg 

რაც შეეხება Pro Stand სადგამს, შესაძლებელია მისი დახრის კუთხისა და სიმაღლის რეგულირება, აგრეთვე საშუალებას იძლევა მონიტორი გამოყენებულ იქნას პორტრეტის რეჟიმში. კონსტრუქციის წყალობით სირთულის გარეშე შესაძლებელია დისპლეის მოცილება სადგამისგან მეტი მობილურობისთვის, ასევე შესაძლებელია VESA ადაპტერის გამოყენება. Mac Pro-სთან დისპლეის დაკავშირებისთვის გამოიყენება ინტერფეისი Thunderbolt 3. 

image.gif 

აღსანიშნავია, რომ დისპლეი შექმნილია სპეციალურად პროფესიონალებისთვის. იი ვიდეორედაქტორებსა და ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს იმუშაონ HDR-გამოსახულებებსა და ვიდეომასალებთან. 

Link to comment
Share on other sites

5000 დოლარიანი არა მაგრამ 5000 ლარიანი ჩვენთანაც კი აქვთ ლოლ https://www.element.ge/asus-proart-pa329q-90lm02cc-b01370.html ისე კი ამაზე ბევრათ მოშნი ჩვენებით არა მგონია იყოს https://www.guru3d.com/news-story/asus-rog-swift-pg27uqx-photos-mini-led-lit-display.html მაგიც ერთი 8000 ლარამდე სულ მცირე დაჯდება ჩამოტანა-განბაჟებიანათ, ვის რათ უნდა ეგეთი გეიმინგისთვის, ჯობია რამე 2K დაითრიოა ფრისინკზე 144 გერციანი VA მატრიცაზე, ჩვენთან ეგეთი სამსუნგი ჯდება 1500 ლარამდე და არა მგონია ბევრი დატოვოს გაყეხილში 1080Ti-2080 ფლობელები თუნდაც, ეგ ძალზე ძვირიან რა იმენა მთლათ ეტალონური ჩვენებაც რომ ქონდეს მაგ HDR აქვს თავისი ფასი და ბოლო-ბოლო ეგრე ძალიან თუ გსურს რამე ბოლო სერიის სამსუნგი ან სონი დაითრიე და მაგაზე იაფიც დაჯდება და უფრო დიდი ეკრანითაც იქნება თან, მატრიცა კი იმათაც საკმაოთ კარგები უყენიათ HDR-ის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.