Jump to content

Computex 2019: თხევადი და ჰაერით გაგრილების ახალი სისტემები Cooler Master-ის სტენდზე


Recommended Posts

უმსხვილეს კომპიუტერულ გამოფენა Computex 2019-ზე კომპანია Cooler Master-ი წარმოდგენილი იყო დიდი სტენდით, რომელზეც მოცემული იყო სმაოდ ბევრი ახალი და საინტერესო პროდუქტი. ამჯერად ყურადებას გავამახვილებთ ტაივანური მწარმოებლის გაგრილების სისტემებზე. 

image.jpeg 

Cooler Master-ის ერთ-ერთი ფლაგმანი გაგრილების სისტემა MasterAir MA620M. იგი აგებულია სპილენძის ექვს U-ს მსგავს სითბურ მილზე. მილები გამოდის ალუმინის ორი რადიატორიდან, რომელთა შორისაც დაყენებულია 120-მილიმეტრიანი ვენტილატორი. გაგრილების სისტემას ზემოდან ფარავს დეკორატიული საფარი განათებით. 

image.jpeg 

გარეგნულად ახალი მოწყობილობა ძალიან ჰგავს სისტემას Cooler Master Wraith Ripper, რომელიც აწყობილია სპეციალურად Ryzen Threadripper 2000-სთვის. ახალ სისტემას შეცვლილი აქვს ფუძე, ასევე მოკლებული აქვს ერთ-ერთი სითბური მილი. პროცესორების ონექტრებთან თავსებადობის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა დიდი ალბათობით MasterAir MA620M აქტუალური ჩიპების უმეტესობისთვის იქნება გამოსადეგი. 

image.jpeg 

მეორე საინტერესო ექსპონატი გახლავთ MasterAir Maker 3DVVC. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ სითბური მილების მასივის ნაცვლად მასში გამოყენებულია დიდი ასაორთქლებელი კამერა. იგი პირდაპირ კონტაქტში იქნება პროცესორის სახურავთან და სითბოს გადასცემს ალუმინის რადიატორს. 

image.jpeg 

ხსენებული კამერა უზრუნველყოფს სითბოს საუკეთესო გადაცემას, აგრეთვე, ისე ძლიერად არ ანელებს ჰაერის ნაკადს, როგორც სითბური მილები. MasterAir Maker 3DVVC სისტემაში გამოყენებულია ორი 120 მმ-იანი ვენტილატორი პროგრამირებადი განათებები. ეს მოწყობილობაც თავსებადი იქნება აქტუალური პროცესორების უმეტესობასთან. 

image.jpeg 

ზემოთ აღწერილი ორი სისტემა ძირითადად ორიენტირებულია ენთუზიასტებზე, მძლავრ პროცესორებზე. რიგითი მომხმარებლებისთვის კი Cooler Master-მა წარადგინა გაგრილების სისტემა Hyper 212X SE. ეს მცირე ზომის მოწყობილობა აგებულია მონიკელებული სპილენძის ოთხ სითბურ მილზე, რომლებზეც განთავსებულია ალუმინის არც ისე ფართო რადიატორი.  

image.jpeg 

გაგრილების ამ სისტემაში გვხვდება ერტი 120-მილიმეტრიანი ვენტილატორი RGB განათებით. სისტემა ვენტილატორითა და მილებზე ნიკელის საფარით განსხვავდება ორიგინალი Hyper 212X-ისგან, თუმცა ფორმა და დიზაინი უცვლელია. 

image.jpeg 

კომპაქტური სისტემების მოყვარულთათვის Cooler Master-მა წარადგინა დაბალპროფილური გაგრილების ორი სისტემა - MasterAir G200P და G400P, რომელთ სიმაღლეებია 40 და 58 მმ, შესაბამისად. ორივე მათგანში გამოყენებულია სითბური მილბი და ალუმინის რადიატორები, აგრეთვე 92-მილიმეტრიანი ვენტილატორები განათებებით. 

image.jpeg 

აგრეთვე წარმოდგენილი იყო თხევადი გაგრილების სისტემები MasterLiquid ML240P Mirage და ML240P Dual Mirage. პირველი მათგანი ტრადიციული წყლით გაგრილების სისტემაა 240-მილიმეტრიანი ადიატორითა და რეგულირებადი განათებით.  

image.jpeg 

 

Dual Mirage კი იმით გამოირჩევა, რომ ორი ტუმბო აქვს: ერთი მათგანი უზრუნველყოფს სითხის მიწოდებას წყლის ბლოკისთვის, მეორეს კი გააქვს იგი რადიატორისკენ. ეს კი დადებითად აისახება გამაგრილებელი სითხის ნაკადის ინტენსიურობაზე და, შესაბამისად,  წარმადობაზე. 

 

და ბოლოს, წარმოდგენილი იყო თხევადი გაგრილების სისტემების ნაკრები MasterLiquid ML240P Mirage DIY. მასში მოცემულია 240-მილიმეტრიანი ორი ვენტილატორი, სპილენძის უნივერსალური ბლოკი, მილები, ფიტინგები და ტუმბო რეზერვუარით. ეს უკანასკნელი მუშაობის დროს წყლის ბრუნვის ეფექტს ქმნის, რაც ვიზუალური მორთულობა უფროა, ვიდრე პრაქტიკული გამოყენების დეტალი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.