Magdalena Posted June 4, 2019 Share Posted June 4, 2019 ბოლო წლების განმავლობაში მწარმოებლების მხრიდან სულ უფრო ხშირია ახლებური მცდელობები და ფიქრი გადაწყვეტაზე - სად განათავსონ ფრონტალური კამერები. ტენდენციის მიხედვით სმარტფონის ჩარჩოები უფრო და უფრო ვიწროვდება და მათზე აღარ არის ადგილი, სადაც შეიძლება ტრადიციული ტიპისამებრ განთავსდეს სელფი-კამერა. კომპანიები მათ მალავენ კორპუსებში ან მოძრავ მოდულებში, იყენებენ სლაიდერ ფორმ-ფაქტორს. კამერების ხილვა აგრეთვე შესაძლებელია ეკრანზე არსებულ ჭრილში, ცენტრში ან კუთხეში. იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ კამერის მოდული პირდაპირ ეკრანზევე განთავსებულიყო ყოველგვარი ჭრილისა და მოძრავი მოდულის გარეშე, თუმცა როგორც ჩანს, სათქმელად ადვილია. ცხადია, მსგავსი იდეა ბევრ კომპანიას გაუჩნდა. ეკრანზე სელფი-კამერის ინტეგრირების სხვადასხვა მეთოდზე პატენტები უკვე ათწლეულებია არსებობს. თუმცა ტექნოლოგიური წინაღობები კომერციულ მოწყობილობებში არ იძლეოდა იდეის რეალიზების საშუალებას. როგორც ჩანს, ეს ვითარება მალე შეიცვლება. ჩინურმა კომპანიებმა Oppo-მ და Xiaomi-მ სულ ახლახანს წარადგინეს ეკრანზე ჩაშენებული კამერის მქონე მუშა პროტოტიპები. მოწყობილობაში გამოყენებულია OLED დისპლეი. მას შეუძლია გამოასხივოს სინათლე ორგანული ელემენტების წყალობით და არ სჭირდება სინათლის ცალკეული წყარო. ეს კი საშუალებას იძლება ამგვარ ეკრანებში ინტეგრირდეს დაქტილოსკოპიური სკანერი. ასეთი სკანერის გაფართოება ბევრად მცირეა ნამდვილი კამერის საჭიროებასთან შედარებით, რაც დავალებას ართულებს. ჩინურ კომპანიებს კი თავიანთი გადაწყვეტილებები აქვთ. ჯერჯერობით არ არსებობს მინიშნებები იმაზე, რომ ხსენებული ტექნოლოგია რეალურ სმარტფონებში იქნება წარმოდგენილი, თუმცა დიდი ალბათობით ასეც მოხდება და თანაც არც ისე გვიან. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/27136/pokazana-pervaja-selfikamera-vnutri-ekrana-smartfona 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.