Jump to content

პირველი-მეორე თაობის AMD Ryzen პროცესორები იაფდება მესამე თაობის მოლოდინში. Mindfactory-ის სტატისტიკით AMD-ის გაყიდვები ზევით მიიწევს, Intel პოზიციებს კარგავს


Recommended Posts

AMD-მა მიმდინარე წელს ეტაპობრივად შეამცირა ფასები Ryzen-ის პირველი ორი თაობის პროცესორეზე, რათა მოეხდინა გაყიდვების მოცულობის სტიმულირება. 

image.jpeg 

გერმანული ბაზრის გარდა იაპონელებიც იტყობინებიან, რომ ადგილობრივ ბაზარზე Ryzen 2000 პროცესორების ფასი გასულ კვირას მაისის თვის ფასთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 

image.jpeg 

ასეთი პლიტუდა უკვე ვეღარ აიხსნება ვალუტის კურსის ცვლილებებით ან შემთხვევითი ფაქტორებით. 7-ნანომეტრიანი Ryzen 3000 პროცესორების ფასი უკვე გამოცხადებულია და მათი გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება, ასე რომ AMD მიზანმიმრთულად აკლებს ფასს წინა თაობების პროცესორებზე. 

Mindfactory-ს ადგილობრივი სტატისტიკის თანახმად AMD კვლავ ზრდის თავისი პროდუქტების გაყიდვების მოცულობას და იკავებს ბაზრის წილის 64%-ს, Intel-ი კი შესაბამისად 34%-ს. შემოსავლის მხრივ ასევე „წითლები“ ლიდერობენ 51%-იანი მაჩვენებლით. 

image.jpeg 

AMD-ის პროცესორებიდან განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობენ მოდელები Ryzen 5 2600 და Ryzen 7 2700X - მათ ჯამში ყველაზე დიდი შემოსავალი მოაქვთ კომპანიისათვის. კონკურენტი Intel-ის შემთხვევაში კი სიმპათიის მხრივ ლიდერობს Core i9-9900K. ყველაზე შემოსავლიანი პროცესორია Core i5-9600K. 
image.jpeg 

ღირებულის კუთხით Intel-ის პროდუქტები კვლავ მყარად ინარჩუნებენ „საპრიზო“ ადგილებს: თვის უპირობო ლიდერია Core i9-9900K (495 €), მას მოსდევს i7-9700K (401 €), მესამე კი გახლავთ i7-8700K (367 €). AMD-ის ყველაზე ძვირადღირებული პროცესორი გახდა Ryzen 7 2700X (291 €). 

image.jpeg 

მესამე თაობის Ryzen-პროცესორების მოახლოებული დებიუტი თავის კორექტივებს შეიტანს წარმოდგენილ სტატისტიკაში და ცხადია, კიდევ უფრო გაამწვავებს ბრძოლას პირველობისთვის. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ერთადერთი მანდ პროცესორების ცალკე გაყიდვებზე მიდის საუბარი და არა მსოფლიო მაშტაბით, უფრო ევროპის ქვეყნებია მოყვანილი სადაც ძალიან ძვირი ჯდება ევროებში ინტელის პროცესორები, მაგ სტატისტიკაში არ შედის არც ნოუტბუკების გაყიდვები სადაც ინტელი-ნვიდიას პროცესორ-ვიდეოკარტები აყენია, არც კორპორაციული და სახელმწიფო სტრუქტურები სადაც ინტელს ძალიან დიდი ბაზრის წილი უკავია და მათ შორის მაგ პროცესორებსაც ყიდის მაგრამ ეგ მაგ სტატისიკაში საერთოდ არ ჩანს რახან ხშირ შემთხვევაში დახურული ინფორმაციაა, არც ტოპოვი და არა მარტო ბრენდოვი აწყობილი დესკტოპებია გათვალისწინებული, ანუ ვინმე როცა აწყობს სისტემას და ყიდულობს ნაწილებს ცალკე ეგ სტატისიკაა ნაჩვენები მარტო, გლობალური მაშტაბით კი სულ სხვა სიტუაცია იქნება ინტელის სასარგებლოთ მაგ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ რაც მე ჩამოვთვალე, მეინსტრიმ სექტორში იმხელა მაყუთი არა მგონია კეთდებოდეს რაც იგივე შტატების კრუპნი კორპორაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან აკეთებს ინტელი, ამიტომ ამდ თუ 50-50% გაუთანაბრდა გლობალური მონაცემებით სისისტემის აწყობებში ეგ მარტო მაგ სექტორს ეხება და არა გლობალურ სტატისტიკას სადაც ინტელი ჯერ კიდევ ბევრათ წინაა ყველა სექტორის და ბაზრის გათვალისწინების შემდეგ, ბევრს ეგ ფაქტი ავიწყდება და საცოდავი ინტელიო გაიძახიან რაც სასაცილოთაც ჟღერს კაკ მინიმუმ ამ ეტაპზე როცა ინტელის პროცესორებზე სულ დეფიციტი იყო კაკრაზ მაგ კრუპნი კორპორაციული და სახელმფწიფო სტრუქტურების კონტრაქტების შესასრულებლათ, ანუ ამაზონ-ნიუეგის ტიპის მაღაზიებისთვის და მითუმეტეს ევროპული ონლაინ მაღაზიებისთვის აღარ რჩებოდა ინტელს საკმარისი რაოდენობის პროცესორები, ანუ საცოდაობამდე ძალიან ბევრი უკლია ინტელს და ჯერ კიდევ ბევრათ წინაა ჯამური შემოსავლებითაც და აბაროტებით ამდ-ან, ეგ ყველაფერი და ინტელის პროცესორებზე დეფიციტის აღმოფხვრა უბრალოთ ინტელის კოფილაიკის პროცესორებზე ფასების დაწევას გამოიწვევს და უკვე დაიწყო კიდეც ნაწილობრივ, 9700 მალე გამოვა და 330$ ეღირება, 9900 430$ 4.7GHZ-ზე, 8700 300$ ჯდება ამაზონზე, 8400 ნორმალური ფასი ადევს, სხვა მოდელებზეც ეცემა ნელ-ნელა ფასები, ამდ ბოლო წარმატებების შემდეგ, 400 სერიის პროცესორებზე ისეთ მაღალ ფასებს ვეღარ დაადებს ინტელი და გაითვალისწინებს 3000 სერიის მაგ დროინდელ ფასებს ალბათ მაგ პროცესორებს როცა გამოუშვებს, მანდ 10 ბირთვიანიც იქნება და 8-6 ბირთვიანებიც, როგორც 4 ალბათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.