Power_VANO Posted June 1, 2019 Share Posted June 1, 2019 აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შეწყვეტის შანსი კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ქმნის უცხოური კომპანიების საკუთარ „შავ სიას“, რაც Huawei-ს წინააღმდეგ მიღებული შეზღუდვებისა და წნეხის საპასუხო იქნება. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა Gao Feng-მა განაცხადა, რომ იქმნება ორგანიზაციების ჩამონათვალი და მასში შევა ის საზღვარგარეთული კომპანიები, რომლებმაც შეწყვიტეს ან შეზღუდეს თავიანთი ბიზნესი ჩინურ კომპანიებთან. „უცხოური საწარმოები, ორგანიზაციები ან ცალკეული პირები, რომლებიც არ იცავენ ბაზრის წესებს, არღვევენ კონტრაქტს, დებენ ბლოკადას ან წყვეტენ მიწოდებას ჩინურ კომპანიებთან, აყენებენ სერიოზულ ზარალს ჩინური კომპანიების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს - შევლენ „არასანდო სუბიექტების სიაში“ - ციტირებენ სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს ადგილობრივი მედიასაშუალებები. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო ზომას იმაზე, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ კომპანია Huawei და მისი 68 ფილიალი შეიყვანა სიაში „Entity List“ - როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე. ვაშინგტონის მიერ დაწესებული შეზღუდვის შემდეგ რამდენიმე მსხვილმა ტექნოგიგანტმა, მათ შორის Google-მა, Intel-მა და Qualcomm-მა, თანამშრომლობა შეწყვიტეს ჩინურ კომპანიასთან. Huawei-ს ხელისუფლების განცხადებით, მსგავრი რამ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს კომპანიის საქმიანობაზე და ლახავს მის რეპუტაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წყარო: 3dnews.ru Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.