Jump to content
Sign in to follow this  
Power_VANO

ASUS ZenBook Pro Duo - კომპაქტური და მაღალი წარმადობის ლეპტოპი მედიაკონტენტის შემქმნელებისათვის

Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა ლეპტოპი ASUS ZenBook Pro Duo (UX581), რომელსაც ორი სენსორული დისპლეი აქვს - მთავარი OLED-დისპლეი NanoEdge 15,6-დუიმიანია, აქვს პიქსელების სიმჭიდროვე 3840 x 2160, რაც შეესაბამება 4K UHD ფორმატს. კონტრასტულობის მაჩვენებელია 100 000:1 და ფლობს 100%-იან ფერთა სივრცე DCI-P3-ს. დამატებითი ეკრანი 14-დუიმიანია, 4K (3840 x 1100), გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე, იგი განთავსებულია კლავიატურის ზემოთ და ეწოდება ScreenPad Plus. 

 
image.jpeg 

დამატებითი ეკრანის შექმნის მიზეზი მრავალგვარია (იგი განსაკუთრებით იმ პირებისთვის იქნება მოსახერხებელი, ვინც მედიაკონტენტს ქმნის) - დამხმარე ეკრანი ჩაანაცვლებს გრაფიკულ პლანშეტს ხატვისას, ასევე მასზე შესაძლებელია ტექსტებთან მშაობის დროს დამატებითი ინფორმაციის გამოტანა, შესაძლებელია გრაფიკული რედაქტორის ან 3D მოდელირების ინსტრუმენტების პანელის განთავსება, რათა მათ მიერ არ გადაიტვირთოს ძირითადი სამუშაო ზონა. თაჩპედი განთავსებულია კლავიატურისგან მარჯვნივ, რაც მეტად მოსახერხებელია: იგი იმ ადგილასაა, სადაც პერსონალურ კომპიუტერებში მაუსი. მასზე მოცემულია სენსორული ციფრული ღილაკების ბლოკი, რაც არ ახასიათებს ფიზიკურ კლავიატურას. მრავალი ამოცანის შესრულებისას ლეპტოპის მოხერხებულობის დონის ასამაღლებლად შემუშავდა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა Screen Xpert, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა თავად გაანაწილოს სამუშაო სივრცეები ორ ეკრანზე. 

image.jpeg 

რაც შეეხება აპარატულ კონფიგურაციას, ლეპტოპში წარმოდგენილია: მეცხრე თაობის Intel Coreპროცესორები (რვაბირთვიან Intel Core i9-მდე), რომლებიც მუშაობენ 5 გჰც სიხშირეზე Turbo Boost-რეჟიმში. მოცემულია ასევე 32 გბ-მდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება (2666 მჰც), დისკრეტული ვიდეოჩიპები, მათ შორის NVIDIA GeForce RTX 2060 6 გბ DDR6 მეხსიერებით. გაუმჯობესებული გაგრილებისათვის გათვალისწინებულია ფუნქცია Turbo Fan: სპეციალურ ღილაკზე დაჭერით ხდება ვენტილატორების ბრუნვის აჩქარება. შესაძლებელია კლავიატურას შეეცვალოს დახრის კუთხე, რის შედეგადაც დამატებითი სავენტილაციო სივრცეები იხსნება. 

მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 1 ტბ SSD ინტერფეისით PCIe 3.0x4, კონფიგურაციების მიხედვით კი 512 ან 256 გბ სანახი სივრცე PCIex2 ინტერფეისით. მონაცემთა უსადენო გადაცემისათვის განკუთვნილია მოდული WI-Fi 6 802.11ax - Gig+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით. 

ZenBook Pro Duo (UX581) წარმოდგენილი იქნება სტილუსით. 

 
 
image.jpeg 

ხსენებული ლეპტოპის პარალელურად წარდგენილ იქნა მისი უფრო კომპაქტური მოდელი - ZenBook Duo (UX481). მისი NanoEdge დისპლეი 14-დუიმიანია და შეესაბამება Full HD ფორმატს (1920x 1080 პიქსელი). დამატებითი დისპლეი 12,6-დუიმიანია. ლეპტოპს ექნება Intel Core i7 პროცესორი, GeForce MX250ვიდეო დაფა 2 გბ GDDR5 ოპერატიული მეხსიერებით, ასევე 16 გბ-მდე LPDDR3 სტანდარტის მეხსიერების დაყენების შესაძლებლობა. უმცროს მოდელზე ხელმიაწვდომი იქნება microSD სლოტი 

შედარებით მოკრძალებულ მახასიათებლებთან ერთად ZenBook Duo (UX481)უფროს მოდელზე ზომითაც და წონითაც ბევრად პატარაა -  1,5 კგ 2,5 კგ-სთან შედარებით. 

წყარო: overclockers.ru

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Sign in to follow this  

×
×
  • Create New...