Power_VANO Posted June 1, 2019 Share Posted June 1, 2019 კომპანია ASUS-მა წარადგინა ლეპტოპი ASUS ZenBook Pro Duo (UX581), რომელსაც ორი სენსორული დისპლეი აქვს - მთავარი OLED-დისპლეი NanoEdge 15,6-დუიმიანია, აქვს პიქსელების სიმჭიდროვე 3840 x 2160, რაც შეესაბამება 4K UHD ფორმატს. კონტრასტულობის მაჩვენებელია 100 000:1 და ფლობს 100%-იან ფერთა სივრცე DCI-P3-ს. დამატებითი ეკრანი 14-დუიმიანია, 4K (3840 x 1100), გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე, იგი განთავსებულია კლავიატურის ზემოთ და ეწოდება ScreenPad Plus. დამატებითი ეკრანის შექმნის მიზეზი მრავალგვარია (იგი განსაკუთრებით იმ პირებისთვის იქნება მოსახერხებელი, ვინც მედიაკონტენტს ქმნის) - დამხმარე ეკრანი ჩაანაცვლებს გრაფიკულ პლანშეტს ხატვისას, ასევე მასზე შესაძლებელია ტექსტებთან მუშაობის დროს დამატებითი ინფორმაციის გამოტანა, შესაძლებელია გრაფიკული რედაქტორის ან 3D მოდელირების ინსტრუმენტების პანელის განთავსება, რათა მათ მიერ არ გადაიტვირთოს ძირითადი სამუშაო ზონა. თაჩპედი განთავსებულია კლავიატურისგან მარჯვნივ, რაც მეტად მოსახერხებელია: იგი იმ ადგილასაა, სადაც პერსონალურ კომპიუტერებში მაუსი. მასზე მოცემულია სენსორული ციფრული ღილაკების ბლოკი, რაც არ ახასიათებს ფიზიკურ კლავიატურას. მრავალი ამოცანის შესრულებისას ლეპტოპის მოხერხებულობის დონის ასამაღლებლად შემუშავდა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა Screen Xpert, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა თავად გაანაწილოს სამუშაო სივრცეები ორ ეკრანზე. რაც შეეხება აპარატულ კონფიგურაციას, ლეპტოპში წარმოდგენილია: მეცხრე თაობის Intel Core პროცესორები (რვაბირთვიან Intel Core i9-მდე), რომლებიც მუშაობენ 5 გჰც სიხშირეზე Turbo Boost-რეჟიმში. მოცემულია ასევე 32 გბ-მდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება (2666 მჰც), დისკრეტული ვიდეოჩიპები, მათ შორის NVIDIA GeForce RTX 2060 6 გბ DDR6 მეხსიერებით. გაუმჯობესებული გაგრილებისათვის გათვალისწინებულია ფუნქცია Turbo Fan: სპეციალურ ღილაკზე დაჭერით ხდება ვენტილატორების ბრუნვის აჩქარება. შესაძლებელია კლავიატურას შეეცვალოს დახრის კუთხე, რის შედეგადაც დამატებითი სავენტილაციო სივრცეები იხსნება. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 1 ტბ SSD ინტერფეისით PCIe 3.0x4, კონფიგურაციების მიხედვით კი 512 ან 256 გბ სანახი სივრცე PCIex2 ინტერფეისით. მონაცემთა უსადენო გადაცემისათვის განკუთვნილია მოდული WI-Fi 6 802.11ax - Gig+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ZenBook Pro Duo (UX581) წარმოდგენილი იქნება სტილუსით. ხსენებული ლეპტოპის პარალელურად წარდგენილ იქნა მისი უფრო კომპაქტური მოდელი - ZenBook Duo (UX481). მისი NanoEdge დისპლეი 14-დუიმიანია და შეესაბამება Full HD ფორმატს (1920x 1080 პიქსელი). დამატებითი დისპლეი 12,6-დუიმიანია. ლეპტოპს ექნება Intel Core i7 პროცესორი, GeForce MX250 ვიდეო დაფა 2 გბ GDDR5 ოპერატიული მეხსიერებით, ასევე 16 გბ-მდე LPDDR3 სტანდარტის მეხსიერების დაყენების შესაძლებლობა. უმცროს მოდელზე ხელმისაწვდომი იქნება microSD სლოტი. შედარებით მოკრძალებულ მახასიათებლებთან ერთად ZenBook Duo (UX481) უფროს მოდელზე ზომითაც და წონითაც ბევრად პატარაა - 1,5 კგ 2,5 კგ-სთან შედარებით. წყარო: overclockers.ru Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.