Jump to content

ჩინელმა მეცნიერებმა 3-ნანომეტრიანი ტრანზისტორი შექმნეს


Recommended Posts

ჩინური გამომცემლობა South China Morning Post-ის შეტყობინების თანახმად მეცნიერთა აკადემიის მიკროელექტრონიკის ინსტიტუტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ტრანზისტორი, რომლის გამოშვებაც შესაძლებელია 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ფარგლებში. Samsung-ის 3-ნანომეტრიანი ტრანზისტორის სტრუქტურისგან განსხვავებით ჩინური ტრანზისტორი შესრულებულია ვერტიკალური FinFET-ბადის არხებით, აგრეთვე განსხვავებულია ტრანზისტორის მასალაც, ეს არის ferroelectric. მასზე პატენტი უკვე გაცემულია. 

image.jpeg 

ფოტოზე: Samsung-ის ტრანზისტორების ევოლუცია  

3-ნანომეტრიანი ტრანზისტორის დამზადებისას პრობლემას მხოლოდ მისი მეტად პატარა ზომა არ წარმოადგენს. დაბრკოლებას ქმნის ე.წ. Boltzmann Tyranny: ეს არის ფუნდამენტური შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს ელექტრონული მოწყობილობის მუშაობის პროცესში სიმძლავრის შემცირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ტრანზისტორის ზომის გარკვეული მოცულობით შემცირების შემდეგ იგი ვეღარ განარიდებს სითბოს და შესაბამისად, გადახურდება და იწვება. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია კვების შემცირება გარკვეულ დონეზე. სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში ფეროელექტრიკი. 

მდგრადი კონდენსატორი ორი თვის წინ წარადგინეს, თუმცა ეს მოვლენა დიდი ხნის წინ იყო ნავარაუდევი: მასზე ექსპერიმენტული მუშაობა მიმდინარეობდა მკაცრად დაცულ პირობებში. მთელი არსი იმაშ მდგომარეობს, რომ ძაბვის ზრდისას მოცულობა კი არ იზრდება, მცირდება. ეს კი საშუალებას იძლევა შემცირდეს კვება. ჩინელების ექსპერიმენტის შედეგებს თუ დავუჯერებთ, ტრანზისტორების კვებაზე დატვირთვა ორჯერ შეამცირეს თეორიულ მინიმუმთან შედარებით. 

image.jpeg 

მომდევნო ეტაპზე ჩინელი მეცნიერები აპირებენ დაიწყონ ტექნოპროცესის კომერციულ წარმოებაში დანერგვა, თუმცა აღიარებენ, რომ ამ პროცესს რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. ჩინეთის ხელისუფლება 5 წლის განმავლობაში საშემოსავლოებისაგან გაათავისუფლებს იმ კომპანიებს, როლებიც დაკავდებიან ამ ტექნოლოგიაზე მუშაობით. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდება, ჩინეთი გადალახავს ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებელ მსოფლიო ლიდერებთან ჩამორჩენილობას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.