Jump to content

Android-ის ჩასანაცვლებელი ოპერაციული სისტემა Huawei-სგან


Recommended Posts

კომპანია Huawei ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორეა გამოშვებული სმარტფონების რაოდენობის მიხედვით. როგორც ვიცით, კომპანიას არც ისე კარგი დრო უდგას, თუმცა თანდათან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ იგი დიდი ხანია ემზადებოდა ამგვარი ვითარებისთვის. კომპანიაში წინასწარ გათვალეს, რომ შეწყდებოდა პარტნიორობა ამერიკულ კომპანიებთან. ჩინურმა კომპანიამ ამისათვის მზადება წელიწადზე მეტია დაიწყო. 

Huawei-ს აღარ აქვს წვდომა Google-ის სერვისებსა და აპლიკაციებზე, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, საკუთარი ოპერაციული სისტემა მზად აქვს. ცხადია, რომ ასეთი მასშტაბური პროდუქტის მზადება წლების წინ უნდა დაწყებულიყო. 

ამ ოპერაციული სისტემის „შინაურული“ სახელწოდება HongMeng-ია, ოფიციალურად კი  - დიდი ალბათობით Ark OS-ს უწოდებენ. სისტემა უკვე წელიწადნახევარია მზადდება, 2018 წლის იანვრის შემდეგ. ამჟამად მისი გამოყენების აუცილებლობა სახეზეა. 

image.jpeg

ახალი სისტემა სავარაუდოდ ივნისში იქნება წარდგენილი, ჯერჯერობით მის შესახებ არსებული ინფორმაცია მინიმალურია. პლატფორმის მხარდაჭერა ექნება არა მარტო სმარტფონებს, არამედ პლანეტებს, კომპიუტერებს, ავტომობილებს, სმარტ-საათებს, ფიტნეს-სამაჯურებსა და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს. 

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ „გადარჩენისათვის თამაშში“ ფსონად დევს როგორც მინიმუმ Huawei-ს მობილური ქვეგანყოფილება. თავად Huawei უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და აპირებს არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ განვითარებასა და წინსვლას. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი განწყობის დემონსტრირებას ახდენენ საზოგადოებაში ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები. 

Huawei აპირებს სხვა პროდუქტები და ტექნოლოგიებიც საკუთარ წრმოებას დაუქვემდებაროს ამერიკულის ნაცვლად. კომპანიას ექნება აპლიკაციების საკუთარი მარკეტი და Android-ზე არსებული ყველა აპლიკაცია მასშიც ხელმისაწვდომი იქნება. ეს ამბიციური ამოცანაა, რომლის შესრულებაც ასეთი დონის კომპანიისთვისაც კი არ იქნება ადვილი. 

აგრეთვე, Huawei დარწმუნებულია, რომ თავს გაიტანს უცხოური ტექნოლოგიების გარეშე საკუთარი პროცესორების წარმოებაშიც. როგორ ჩანაცვლდება ARM არქიტექტურა - ჯერჯერობით გაურკვეველია. რაც შეეხება Wi-Fi-ს, Bluetooth-სა და SD-ს, Huawei-სთვის აუცილებელი არაა შესაბამის ალიანსებში შევიდეს ამ ტექნოლოგიების შემოავაზებისათვის. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.