Jump to content

Computex 2019: Dell-მა წარადგინა განახლებულია სერია Inspiron


Recommended Posts

გამოფენა Computex 2019-ზე კომპანია Dell-მა წარადგინა Inspiron-სერიის განახლებული კომპიუტერები. ახალ მოწყობილობებს გაუმჯობესებული დიზაინი და განახლებული კომპონენტები აქვთ. 

image.jpeg 

განახლებული ხაზი იწყება ბიუჯეტური ლეპტოპით „ორი ერთში“ Inspiron 11 3000. მოწყობილობას აქვს 11-დუიმიანი ეკრანი და მეშვიდე თაობის AMD A9 პროცესორი, ასევე 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128-გიგაბაიტიანი eMMC. 

მისი მომდევნო მოდელია Inspiron 13 5000 - ლეპტოპი 13,3-დუიმიანი სენსორული დისპლეითა და Full HD გაფართოებით. იგი წარმოდგენილია Intel Whiskey Lake პროცესორებით. ამ ლეპტოპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაც 8 გიგაბაიტს შეადგენს, აგრეთვე აქვს 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების მოდული და საწყისი დონის დისკრეტული ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce MX250.  

image.jpeg 

რიგით მესამეა ლეპტოპი Inspiron 15 7000. მას აქვს მეცხრე თაობის H სერიის პროცესორები. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ კონფიგურაცია რვაბირთვიანი Core i9-9880H პროცესორით (45 ვატი TDP) და 4-გიგაბაიტიანი GDDR5 ტიპის მეხსიერების მქონე NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათით. 

Inspiron 15 7590 მოდელს შავი კორპუსი აქვს (Abyss Black), Inspiron 15 7591 კი წარმოდგენილია ალუმინის ვერცხლისფერი კორპუსით (Platinum Silver). Inspiron 15 7000 ლეპტოპების სერიას 4K გაფართოების დისპლეი და Thunderbolt 3 პორტი აქვს. 

ლეპტოპების პარალელურად Dell-მა დააანონსა ახალი პერსონალური კომპიუტერი „ყველაფერი ერთში“. მონობლოკები Inspiron 24 5000 All-in-One და Inspiron 27 7000 All-in-One აღჭურვილია 1080p გაფართოების მქონე დისპლეებით, რომელთა დიაგონალების ზომებია 23,8 და 27 დუიმი, შესაბამისად. დაანონსებულ კომპიუტერებში, როგორც ცნობილია, გამოყენებული იქნება Intel-ის შემდგომი თაობის, ჯერ არგამოსული პროცესორები. 

ლეპტოპი Inspiron 11 3000 გაყიდვაში 10 ივნისს გამოვა და მისი ფასი 350 აშშ დოლარი იქნება. Inspiron 13 5000 ევროპის ნაწილში უკვე იყიდება 580 დოლარად. Inspiron 15 7000 მოდელის ფასი 1000 დოლარი იქნება. რაც შეეხება მონობლოკებს, Inspiron 24 5000 AIO და Inspiron 27 7000 AIO 26 ივნისიდან გამოვა გაყიდვაში და მათი ღირებულება იქნება 700 და 950 დოლარი, შესაბამისად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.