Jump to content

AMD-მ წარადგინა Ryzen 3000 პროცესორები: 12 ბირთვი და 4,6 გჰც-მდე სიხშირე


Recommended Posts

გამოფენა Computex 2019-ის გახსნაზე კომპანია AMD-მა წარადგინა მესამე თაობის 7-ნანომეტრიანი Ryzen-პროცესორები. Zen 2 იკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი ახალი ხაზი მოიცავს ხუთ მოდელს. ხაზი იწყება 200-დოლარიანი ექვსბირთვიანი Ryzen 5-ით და სრულდება 500-დოლარიანი Ryzen 9 ჩიპით, რომელიც წარმოდგენელია 12 გამომთვლელი ბირთვით. ახალი პროცესორების გაყიდვები 7 ივნისიდან დაიწყება. მათთან ერთად ბაზარზე უნდა გამოვიდეს X570 ლოგიკის ნაკრებზე აწყობილი დედა დაფებიც. 

image.jpeg 

Zen 2 მიკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი Ryzen 3000 პროცესორების გამოსვლა ნამდვილად ტექტონიკური ძვრა იქნება ბაზარზე. გამოფენაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია AMD აპირებს მოიპოვოს ლიდერის პოზიცია და გახდეს ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინაე პროცესორების მწარმოებელი. ამ გეგმას ხელი უნდა შეუწყოს TSMC-ის ახალმა 7-ნანომეტრიანმა ტექნოპროცესმა, რომელიც გამოიყენება მესამე თაობის Ryzen-პროცესორების წარმოებაში. მისი წყალობით AMD-მა შეძლო გადაეჭრა ორი მნშვნელოვანი ამოცანა: მნიშვნელოვნად შეემცირებინა ენერგომოხმარება მაღალი წარმადობის ჩიპებში, აგრეთვე ექცია ისინი ფასის მხრივ მეტად ხელმისაწვდომად. 

ახალი Ryzen-ის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალმა მიკროარქიტექტურა Zen 2-მაც. AMD-ის განცხადებით, IPC-ის მაჩვენებელი Zen+-თან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თანაც პროცესორები უფრო მაღალ სიხშირეებზე მუშაობენ. Zen 2-ის უპირატესობათა შორის ასევე აღსანიშნავია მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობის ზრდა და FPU-ის წარმადობის მაჩვენებლის გაორმაგება. 

image.jpeg 

გაუმჯობესებულ მიკროარქიტექტურასთან ერთად AMD მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პლატფორმა X570-საც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა. ძველი Socket AM4-დაფები ახალი პროცესორების მხარდაჭერას მიიღებენ BIOS-ის განახლების შედეგად, PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა კი შეზღუდულ ხასიათს ატარებს. 

AMD-ის მთავარ „იარაღს“ კი ამ ეტაპზე ფასთა სხვადასხვაობა წარმოადგენს. კომპანია აპირებს გაატაროს მეტად აგრესიული ფინანსური პოლიტიკა - იმისგან რადიკალურად განსხვავებული, რაც Intel-ისგან გვაქვს ნანახი. ცხადია, 7-ნანომეტრიანმა ტექნოლოგიამ და ჩიპლეტების გამოყენებამ AMD-ს საშალება მისცა მნიშვნელოვნად მოეგო პროდუქტების თვითღირებულებაში, რისი წყალობითაც პროცესორების ბაზარზე კონკურენცია არნახული ძალით გამწვავდება. 

 

ბირთვი,ნაკადი 

საბაზისო სიხშირე, გჰც 

ტურბო სიხშირე, გჰც 

L2-ქეში, მბაიტი 

L3-ქეში, მბაიტი 

TDP, ვტ 

ფასი 

Ryzen 9 3900X 

12/24 

3,8 

4,6 

6 

64 

105 

$499 

Ryzen 7 3800X 

8/16 

3,9 

4,5 

4 

32 

105 

$399 

Ryzen 7 3700X 

8/16 

3,6 

4,4 

4 

32 

65 

$329 

Ryzen 5 3600X 

6/12 

3,8 

4,4 

3 

32 

95 

$249 

Ryzen 5 3600 

6/12 

3,6 

4,2 

3 

32 

65 

$199 

მესამე თაობის Ryzen-პროცესორებში უფროსი მოდელია Ryzen 9 3900X. ეს არის ორ, 7-ნანომეტრიან ჩიპლეტზე დამზადებული პროცესორი, რომელსაც კომპანია მიიჩნევს Intel Core i9 სერიის პირდაპირ კონკურენტად. ამასთან, ამ ჩიპის მსგავსი მახასიათებლები დღესდღეობით არ არსებობს არც კონკურენტის, არც თავად AMD-ის პროცსორებს შორის, რადგანაც ეს არის ისტორიაში პირველი მასიური CPU  12 ბირთვითა და 24 ნაკადით. ჩიპს 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს, ასევე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი - 499 დოლარი და სიხშირე - 3,8–4,6 გიგაჰერცი. ქეშ-მეხსიერების საერთო მოცულობა 70 მბაიტს შეადგენს, აქედან 64 მეგაბაიტი L3-ქეშზე მოდის.  

სერია Ryzen 7 მოიცავს ორ რვაბირთვიან და 16-ნაკადიან პროცესორს, რომლებიც აგებულია თითო 7-ნანომეტრიან ჩიპლეტზე. Ryzen 7 3800X-ს 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს, ასევე 3,9–4,5 გჰც სიხშირე და ღირს 399 აშშ დოლარი. მასზე ოდნავ ნელი Ryzen 7 3700X კი წარმოდგენილია 3,6–4,4 გჰც სიხშირით, 65-ვატიანი სითბური პაკეტით და ღირს 329 დოლარი. ორივე რვაბირთვიანი ჩიპის ქეშ-მეხსიერება 32 მეგაბაიტია. 

image.jpeg 

Ryzen 5 სერიაში შედის ორი პროცესორი ექვსი ბირთვითა და თორმეტი ნაკადით. უფროსი მოდელი Ryzen 5 3600X-ის ტაქტის სიხშირეა 3,8–4,4 გჰც, აქვს 95-ვატიანი სითბური პაკეტი. უმცროს მოდელ Ryzen 5 3600- კი აქვს 3,6–4,2 გჰც/ 65-ვატიანი სითბური პაკეტი. ამ პროცესორების ფასებია 249 და 199 დოლარი, შესაბამისად. 

პრეზენტაციის მსვლელობისას AMD-მა დიდი ყურადღება დაუთმო ახალი ჩიპების წარმადობის საკითხს: კომპანია ამტკიცებს, რომ მისი ახალი 12-ბირთვიანი ფლაგმანი (Ryzen 9 3900X) 60%-ით სწრაფია Core i9-9900K-ზე Cinebench R20-ის მრავალნაკადიან ტესტში, ხოლო 1%-ით აღემატება Intel-ის ალტერნატივას ერთნაკადიან ტესტში. ბირთვების რაოდენობის გაზრდის გათვალისწინებით, ამგვარი შედეგები სავსებით ლოგიკურად ჟღერს. 

 

 

რვაბირთვიანი Ryzen 7 3800X-ის წრმადობაზე საუბრისას AMD-ს მიერ წარდგენილ იქნა  შედარებული ტესტები: გასული თაობის Ryzen 7 2700X-თან შედარებით პოპულარულ თამაშებში ახალი ჩიპის წარმადობა 11-დან 34%-მდეა გაზრდილი. 

 

როგორც ჩანს, AMD-ის ჩიპები Intel-ის პროცესორებზე არანაკლებ კარგად შეძლებენ გეიმინგ-დატვირთვის ატანას. ყოველ შემთხვევაში, Ryzen 7 3800X-ის დემონსტირებამ PlayerUnknown's Battlegrounds-ში Core i9-9900K პროცესორთან მიახლოებული კადრის სიხშირე დააფიქსირა. 

მრავალნაკადიან ტესტში Ryzen 7 3800X-მა Core i9-9900K-ს 2%-ით გადააჭარბა, ერთნაკადიანში კი - 1%-ით. 

 

Ryzen 7 3700X-სა და Core i7-9700K ჩიპების შედარების შემთხვევაში კი მრავალნაკადიან წარმადობაში AMD-ის უპირატესობა 28%-ია. შეგახსენებთ, რომ Ryzen 7 3700X-ის ტიპური სითბოს გამოყოფა 65 ვატს შეადგენს იმ დროს, როდესაც Intel-ის პროცსორები 105-ვატიანი სითბური პაკეტის მქონეა. უფრო სწრაფი მოდელი Ryzen 7 3800X 105-ვატიანი სითბური პაკეტით კიდევ უფრო დიდი უპირატესობით სარგებლობს Core i7-9700K-ზე: სხვაობა 37%-ია მრავალნაკადიან ტესტში. 

 

საერთო ჯამში AMD-ის ჩიპების წარდგენამ ენთუზიასტთა რიგებში გამოცოცხლება გამოიწვია, თუმცა სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ უცნობია: მაგალითად, აჩქარების პოტენციალის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა. 

„იმისათვის, რომ ტექნოლოგიური ლიდერი გავხდეთ, უფრო დიდი ფსონია საჭირო“ - განაცხადა AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Lisa Su-მ. იმ ფსონის დაძლევა კი, რაც კომპანიამ ამჯერად დადო, ახლო მომავალში ფაქტობრივად წარმოუდგენელია Intel-მა შეძლოს. 

  • Like 1
  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • Replies 154
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მადლობა სტატიისათვის.

ბრავო ამდ!! გადავალ ინტელიდან 99.9% წელს სავარაუდოდ ამდ-ზე!

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ძალიან საინტერესო წელია და ყოჩაღ ამდ-ს, კარგა ხნით შევაჩერებ არჩევანს ამ კომპანიის პროცესორებზე, შემოდგომაზე დავაფგრეიდდები,

ვიდეო კარტებში ჯერ-ჯერობით  NVIDIA უკონკურენტოა.

Link to comment
Share on other sites

შემოდგომაზე საგიჟეთი იქნება 3700-ზე და სავარუდოდ გაზაფხულისთვის $#^#(|დები X570/3700-ის დათრევას

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა მიმოხილვები 3600 VS ახალი 9700 ძველი 8700 წინააღმდეგ იგრებში რახან სიხშირეებში არც ისე დიდი სხვაობა უნდა იყოს უკვე 12 თრიდზე, ვატყობ 8700 შეიძლება 250$-მდეც კი გაიაფდეს ეგენი რომ გამოვლენ, თან მგონი დეფიციტიც აღარაა მაგ პროცესორებზე ამ ეტაპზე, 300$ უკვე კი ღირს ამაზონზე ეგ პროციკა, 9700 კი 330$ ეღირებაო 4.6GHZ, აგრეთვე უშვებენ 9900 430$ 4.7GHZ და 9900KS რომელიც 5GHZ მუშაობს 16 თრიდზე, მე პირველ რიგში მაინც იგრები მაინტერესებს სხვა რაღაცეებისთვის მეეჭვება მაგ სიმძლავრის პროცესორი დამჭირდეს ამ ეტაპზე, ჩემსასაც ვერ ვიყენებ ბოლომდე ეხლა რაც მაქვს, ამიტომ უფრო 6+6 ან 8 ვარიანტი თუ ავიღე შემდეგ ჯერზე 144 გერციან 2K მონიტორისთვის, 8+8 დიდათ არ მჭირდება იგრებშიც კი, ორი კაბიკი მაინც არ ჯდება სულ მცირე ახალში 1500 ლარი გინდა ვინმესთან თუ იყიდე კარგ ფასში ფორუმზე ან მაიმარკეტზე ნ შენთვითონ ჩამოიტანე ამაზონიდან განბაჟებით, შეიძლება ვაბშე დავუცადო და 400 სერიის 6+6 ან 8 (9700 ტიპის საშვალო  ფასის მოდელი ავიღო შემდეგ ჯერზე ვნახოთ არსად მეჩქარება და არც მონიკი ავიღე ჯერ ჩემი რომ დამეტესტა რამდენათ გაუჭირდება თუნდაც 75-80ფპს თამაში მაინც) კარტას უფრო 1080Ti ჩავდგამ ალბათ, მაგაზე მძლავრი მეეჭვება ამ ეტაპზე რომ ავიღო, მითუმეტეს მაინინგში მაქვს ერთი ეგეთი გაშვებული და შეიძლება ეგ ჩავიდგა მოგვიანებით, მონიტორის ყიდვა და კარტის ჩადგმა კი პარარელურათ მოხდება, ისე აზრი არა აქვს

Link to comment
Share on other sites

13 hours ago, Inferno said:

მადლობა სტატიისათვის.

ბრავო ამდ!! გადავალ ინტელიდან 99.9% წელს სავარაუდოდ ამდ-ზე!

++++ 

უფრო მინდა რომ მხარი დავუჭირო ამდ-ს, ცუდი ბიჭია ინტელი :D

 

თუ რაზგონში 400მჰზ არ იყო სხვაობა, მაშინ აი რატომ გადავიხადო ზედმეტი 70$, anyone?

 

asdasdada.jpg

Link to comment
Share on other sites

iGPU არცერთს არ აქვს ხო? არ აპირებენ ნეტა რაიმე იაფიან პროცს ნტეგრირებულით?

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, gtsetsadze said:

iGPU არცერთს არ აქვს ხო? არ აპირებენ ნეტა რაიმე იაფიან პროცს ნტეგრირებულით?

წესით კი, გამოვა, ცოტა მოგვიანებით

Link to comment
Share on other sites

მგონი იაფიანებზე არ გამოუშვეს 2000 სერიაზე თუ მეშლება, ნოუტებზე იყო უფრო გათვლილი და ბიუჯეტურ სეგმენტზე, ისე არ ვაკვირდებოდი და შეიძელბა რაღაც სხვაში ამერია არ ვიცი

Link to comment
Share on other sites

51 minutes ago, George said:

მგონი იაფიანებზე არ გამოუშვეს 2000 სერიაზე თუ მეშლება, ნოუტებზე იყო უფრო გათვლილი და ბიუჯეტურ სეგმენტზე, ისე არ ვაკვირდებოდი და შეიძელბა რაღაც სხვაში ამერია არ ვიცი

ინტეგრირებული? კი როგორ არა 2200G 2400G ოღონდ წინა ტაობის ბირთვებზეა,  3000 სერიაშიც ასე იქნება, ზენ +  ბირთვებზე გამოუშვებენ  ინტეგრირებულიანებს პროსტა სიხშერე ექნება ცოტა მომატებული და ახალი გრაფიკა

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ ვიგულისხმე კაკრაზ, ანუ როგორც ეგ ინტელებზეა უფრო სერიოზულ მოდელებზე ამდ ეგრე არ გაუკეთებია, 3000 აპირებს თუ არა არ ვიცი მაგრამ 2000 ეგრე იყო, ეგენი გამახსენდა მეც, ეგ პროციკები ხომ ნოუტებშიც იდება თუ ვცდები, ცუდათ არ საღდება ისე მე რომ რიზენ-კოფილაიკების გაყიდვების % დავაგდე მაგ ჩარტში, მაგრამ ინტელი ძალიან დიდ ბაზრის წილს ფლობს ჯერ კიდევ მობილურ სეგმენტში

Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის ეხლა შევხედე და არასწორ ვიდეოკარტების განყოფილებაშია გახსნილი თემა, გადამაქვს ამდ პროცესორების განყოფილებაში

Link to comment
Share on other sites

https://wccftech.com/amd-ryzen-5-3600-zen-2-cpu-benchmark-leak-crushes-coffee-lake-price-performance/

8700კ-ს თუ არ ჯობია, მაგის დონეზე უბერავს თამაშებში 200$-იანი 3600

 

Link to comment
Share on other sites

კარგია თუ რაზგონშიც ივარგა. ყველა ვარიანტში მაინც ვფიქრობ 3600ზე გადასვლას.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ნუ წინა 4.1GHZ დგებოდა 2600-2700-ი და 3600-3700 ვნახოთ რამდენზე დარაზგონდებიან, სისტემის ყიდვას ჯერ მაინც ვერ ვახერხებ, რახან ნორმალური 27 ინჩიანი 144 გერციანი მონიკის ყიდვა მინდა ჯერ VA მატრიცაზე და მე რომ დავაპირებ ყიდვას ალბათ 400 სერიის ინტელიც გამოსული იქნება უკვე, გემინგისთვის მაინც არაა საჭირო ჯერ 6-8 ბირთვიანზე მეტი, ამიტომ ისე ძალიან არ გაიყვლიფები დაჟე 7700K ფასის მიცემაც აღარაა უკვე საჭირო და მაგაზე კარგი რამე მოგივა გეიმინგისთვის თუ გინდა პირველ რიგში, 9700-8700 ჯობია მაგას და მაგის შემდეგ რაც გამოვა ეგენიც აჯობებს, ვაბშე 8 ბირთვიანი ავიღო შეიძლება მულტითრიდინგის გარეშე, საინტერესოა 10 ბირთვიანს თუ გამოუშვებს ინტელი 5GHZ მულტითრიდინგის გარეშე ცოტა უფრო ადამიანურ ფასათ 400 სერიიდან, მაგრამ ეგ მემგონი 144 გერციანზეც ზედმეტი იქნება, [email protected] 330$ ეხლა რაც უნდა გამოვიდეს ყელამდე ყოფნის ლუბოი თამაშს, ან ცოტა უფრო ბიუჯეტური 8700 300$, თუ ნახმარი სბორკა ავიღე მაქს 1500 ლარის ბაზარია ნორმალურ მაზერ-ოპერებთან ერთად, მოკლეთ არ გაგაკოტრებს მაგრამ ეხლა მაინც ვერ ავიღებ და ეგ ის სიტუაციაა არაა Q6600 ან ვაბშე E8400 რომ იჯექი და აპგრეიდის გარეშე მოშნი დანაკარგი ქონდა ახალ კარტებზე გეიმინგში, ჩემიც არ კვდება 80ფპს-მდე 2K 1080Ti თუ ჩავდგი, 32გბ რამის ჩადგმა შეიძლება მალე გახდეს საჭირო ჰაი ნასტროიკებზე თუ გსურს გეიმინგი იგივე 1080Ti 2K, ნუ 13-14გბ რომც აარტყას უკვე პეიჯფაილი დაჭირდება და ჯობია რამის აპგრეიდი გააკეთო მაგის ჩართვას სსდ-ზე, ეგ ამბავი შეიძლება დაჟე 8 თრიდიან 12-16 თრიდზე გადასხვლაზე უფრო აქტუალური გახდეს + ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ DX12 შედარებით სუსტ პროცესორებზე უფრო მეტის თავი აქვს ვიდრე ანალოგიურ სიტუაციაში DX11 რეჟიმში, ანუ ეგრე მალე არ გაძვრება სული ჩემნაირებს, ნუ 4.6GHZ ყველა ბირთვზე თუ შეძლო ბუსტით, ან ეგ იქნება პატალოკი ან 4.8GHZ 3000 სერიის რიზენებზე, ეგ პირველ მიმოხილვებში გახდება უკვე ცნობილი როცა გამოვლენ გაყიდვაში ეგ პროციკები, თუ ბირთვის სიმძლავრე მართლა იგივე აქვს რაც 8700 მაგ შემთხვევაში 4.3GHZ+ უკვე საკმარისი იქნება კარგი ფპს დასაჭერათ და თუ ონლაინს არ აწვები ყელშიც ამოუა 6 ბირთვზე და ზევით ახალ იგრებში და იგივე 1080Ti-2080-radeon 7 სიმძლავრის კარტებზე და 2K გაფართოვებაზე 144 გერციანზეც (მანდ უფრო ვიდეოკარტის სიმძლავრის გამო ვერ აიყვან 100ფპს-ზე ზევით ვიდრე პროცესორის)

Link to comment
Share on other sites

6 hours ago, G1ORG1 said:

კარგია თუ რაზგონშიც ივარგა. ყველა ვარიანტში მაინც ვფიქრობ 3600ზე გადასვლას.

რამდენიმე სტატიას გადავხედე დღესაც და რეალური უნდა იყოს ეს შედეგები

ძალიან დიდი ნაბიჯია წინ ფასი/წარმადობით, რასაც აქამდე ინტელი არც გვასუნინებდა

 

იმედი მაქვს წლის ბოლომდე გადავალ 3900ხ-ზე 

ჰო არ მინდა არაფერშია, მაგრამ მინდა თან :დ

Link to comment
Share on other sites

17 hours ago, Fatal Fighter said:

https://wccftech.com/amd-ryzen-5-3600-zen-2-cpu-benchmark-leak-crushes-coffee-lake-price-performance/

8700კ-ს თუ არ ჯობია, მაგის დონეზე უბერავს თამაშებში 200$-იანი 3600

 

ეგრე იქნება ზუსტად, ჩემი პროციც 8700-ს ცოტათი ჩამორჩება 1080პ-ზე და 1440-ზე უკვე ერთნაირი პერფორმანსი აქვთ ტაკ შტო ეს ახლები იასნია უფრო მოშნები იქნება

მე კიდე ოპერატიულის სიხშირე მალიმიტებს 3000 მიყენია, 3600 რო დავაყენო სერიოზული მატებას იძლევა თამაშებში

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, david_888 said:

მე კიდე ოპერატიულის სიხშირე მალიმიტებს 3000 მიყენია, 3600 რო დავაყენო სერიოზული მატებას იძლევა თამაშებში

იჩალიჩე გაცვლაზე

თორემ ეგ პროციკაც ძალიან მაგარია

დაჟე, ვინც სთრიმავს, 2700 უფრო მაგარი ვარიანტია ვიდრე 8700კ

 

 

Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, Fatal Fighter said:

იჩალიჩე გაცვლაზე

თორემ ეგ პროციკაც ძალიან მაგარია

დაჟე, ვინც სთრიმავს, 2700 უფრო მაგარი ვარიანტია ვიდრე 8700კ

 

 

კი ოპერებს შევცვლი მერე, 8700-ს თამაშის იქით ყველაფერში ჯობია და თამაშებშიც დიდად კი არ ჩამორჩება, ეხლა რო  BF-ში 120 კადრი მაქ ი7-ზე მექნებოდა 140

თანაც ნელნელა უკვე გადის გაღმა 1080პ და 1440-ზე კიდე სულ სხვა სიტუაციაა ასე რომ სამომავლოს ეს პროცი უფრო ჯანზე იქნება

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Thinkpad-ებში ჩადეს უკვე ძირითად T სერიაშიც AMD-ზე მოდელები up-to Ryzen 3700U, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ საკმაოდ გაქაჩულია AMD. მანამდე T სერიაში არ დებდნენ ცალკე A სერია ქონდათ. ენერგომოხმარება საკმაოდ გაუმჯობესებულიაო 12 nm-ა და თან 18% performance მატებაც აქვსო. მაგათში VEGA 10 iGPU-ები დევს 3700U-ებს ვგულისხმობ Ryzen 5-ში წესით VEGA 8 იქნება სავარაუდოდ. დიდად არა მარა ელემენტარულ თამაშებს კი ითამაშებს კაცი მაგით BF3 და მსგავსებს, სიამოვნებით ვიყიდდი, მაგრამ ძალიან ძვირებია ჯერ-ჯერობით ისევე როგორც სხვა thinkpad-ები როცა გამოდიან. 1 წელში საკმაოდ დაეცემა ფასები და მერე შეიძლება ფიქრი დათრევაზე, თანაც მანამდე გამოჩნდება კიდეც რამე ხარვეზები თუ აქვთ linux-ზეც დაიფიქსება, მასეთი ახალი ჰარდი არ მუშაობს ხოლმე კარგად linux-ზე ეგრევე, დრო უნდა დაფიქსვას, ასე რომ ჯერ არც აქ აზრი მაგის ყიდვას ჩემთვის.

Link to comment
Share on other sites

ადრე თუ 2 ბირთვიდან იწყებოდა საწყისი მოდელი და 6 ბირთვზე მთავრდებოდა ყველაზე ძლიერი, ახლა AMD 6 ბირთვიდან იწყებს

AMD -მ მართლა შეცვალა და სხვა მიმართულებით წაიყვანა კომპ. ტექნიკა

 

საცოდავი ინტელი აფერხებდა განვითარებას და ყოველ წელს საცოდავ 0.1 გიგაჰერც მატებას გვტენიდა

Link to comment
Share on other sites

საცოდავი ინტელი კი არა და ამდ იყო წლების მანძილზე, ეხლა რაღაცა გამოუვიდათ და ცოტა მოსულიაერდენ, ინტელი კი განაგრძნობს თავის მონოპოლისტურ პოლიტიკას და მგონი სულ ცალ ფეხზე კიდია ეგ ბოლო ამდ მიღწევები ზოგადათ მეინსტრიმ სექტორში რახან უზარმაზარი მობილური,სერვერული და კორპორაციული სექტორის ბაზრის წილი უჭირავს ლამის 90% შეკვეთებით ტოპოვი მწარმობლებისგან, კორპორაციული კლიენტებისგან და სახელმწიფო სტრუქტურებისგან სადაც უზარმაზარი ასობით მილიარდობით კონტრაქტები ფორმდება წლების მანძილზეა უკვე, ეგ ყველაფერი ამდ არც კი დაესიზმრება ჯერ და საცოდავი ცოტა არ იყოს და სასაცილოთაც ჟღერს მილიარდებით მოფრიალე კრუპნი კორპორაციის ფონზე, ამდ რომ არაფრის თავი არ ქონდა ინტელიც მაგიტომ უმატებდა 100MHZ და მშვენივრათაც ასაღებდა მეინსტრიმ და უბრალო მომხარებელზეც ეგეთებს და არც შეცვლიდა არაფერს ამდ რომ არა, მეც არაფერში მჭირდება ჯერ ეგეთი პროცესორები, არაფერს არ ვსტრიმავ, რენდერში არ ვმუშაობ, გეიმინგიც დროებით დავიკიდე სანამ მაინინგს ვსწავლობდი, ეხლა უფრო ვფიქრობ GTX1080Ti შემომრჩეს მაინინგიდან და მერე რამე ესეთი მონიკიც ვიყიდო როგორმე http://adashop.ge/კომპიუტერი-ნოუთბუქი/pc-აქსესუარები/მონიტორი/მონიტორი-samsung-lc27hg70qqixci-27-va-2560x1440-1ms-144hz/ მარტო მაგის შემდეგ ვიფიქრებ უფრო აპგრეიდზე, მაგრამ თუ ვერ შევძლებ თავს ნამდვილათ არ მოვიკლავ (მითუმეტეს მოშნი გაყვლეფაზე არ მიდის საუბარი და მაქს 1500 ლარის ბაზარია ალბათ,რასაც ნაწილობრივ ჩემი ეხლანდელი სბორკა დაფარავს)  მეყოფა რამე 1500 ლარიანი ნახმარი სბორკაც 9700-8700 ან თუ კარგი გამოვა 400 სერიის ინტელიდან რამე 8 ბირთვიანი მაღალ ჩასტოტაზე დამატებითი რაზგონი რომ აღარ დაჭირდეს დიდათ, რახან ისევ და ისევ გეიმინგისთვის თუ დამჭირდება ეგეთი ჩემს რომ უკვე გაუჭირდება მაღალი ფპს დაჭერა 144 გერციან 2K, თუ შევძელი ჯერ მაგ მონიკზე ვიჩალიჩებ და მერე უკვე მაგ ახალ სბორკასაც მივხედავ, დიდი ბიოჯეტი რომ მქონდეს მაინც 400 სერიას დავუცდიდი რახან ეგ 100-150$ ჩემთვის კრიტიკული არაა 3-4 წელი არაფრის გამოცვლას როცა არ ვაპირებ მაინც სულ მცირე

Link to comment
Share on other sites

G გამოდის კიდე ინტეგრირებული ვიდეოკარტებით, ალბათ რამე Athlon 200GE პროცესორის პონტშიც გამოვა მაგ მაზერებზე ინტელის სელერონების კლასის, ინტელი კი არსად წასვლას არ აპირებს რჩება უზამრაზარი ბაზრის სექტორი, კრუპნი კლიენტურა და ასობით მილიარდობით კონტრაქტები რის გამოცა სერიოზული დეფიციტიც აიკიდა ბოლო თვეებია ბაზარზე, რახან გაუჭირდა მაგ ყველაფრის დროულათ გამოუშვება ყველას რომ ყოფნოდა და ახალი ფაბრიკების გახსნაც დაჭირდათ ჩინეთში + ინტელი ვიდეოკარტების გამოშვებასაც აპირებს + სსდ და სხვა რაღაცეებშიც უბერავენ არა მარტო პროცესორებში ამიტომ ამდ ეგრე ადვილათ ინტელს ვერ შეავიწროვებს და რაც მთავარია საკმაოთ მოკლე სროკებში, ერთადერთი ამდ მეინსტრიმ სექტორში თუ კარგი უსპეხები აქვს პროცესორების და თრიდრიპერებიც არ გამოიყურებიან ცუდათ, ვიდეოკარტებში მოშნი გაჭედვა აქვთ ამ ეტაპზე და ვერაფერს უშვებიან ნვიდიას გაყიდვები იქნება თუ ისე პერფორმანსი, მანდ ნამდვილათ ყველგან სერიოზული ჩავარდნა აქვთ მობილურ კარტებში,პროფესიონალურ კარტებში და მეინსტრიმ-ჰაი ენდ სექტორშიც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.