Jump to content

Apple მუშაობს OLED დისპლეის მქონე ახალ 16" MacBook Pro-ზე


Power_VANO

Recommended Posts

Apple MacBook ლეპტოპებში უკვე მრავალი წელია თხევადკრისტალური ისპლეები გამოიყენება. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ კომპანია კუპერტინოდან სმარტფონების კვალად იწყებს OLED ტექნოლოგიაზე გადასვლას ლეპტოპების მიმართულებითაც. ინტერნეტ-რესურსების ინფორმაციით, Apple ამზადებს ახალ MacBook Pro-ს, რომელიც სწორედ OLED დისპლეით იქნება წარმოდგენილი. 

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ახალ პორტატულ კომპიუტერს ექნება 16-დუიმიანი უჩარჩოო დისპლეი. საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Apple-ის ცნობილმა და ავტორიტეტულმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მაც განაცხადა, რომ 2019 ან 2020 წელს ბაზარზე გამოვა 16-დუიმიანი MacBook Pro. თუმცა მის ანგარიშში არაფერი იყო ნათქვამი OLED დისპლეის გამოყენების შესახებ. 

image.jpeg 

2017 წელს, თავის მთავარ კონკურენტებთან შედარებით გვიან, Apple-მა დაიწყო AMOLED ეკრანების გამოყენება iPhone X-ში. 2018 წელს წარმოდგენილ იქნა უკვე ორი მოდელი - iPhone XS და XS Max. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს კომპანია მთლიანად გადავა თავის სმარტფონებში OLED დისპლეის გამოყენებაზე. ამასთან, ზოგიერთ Apple MacBook-შიც გამოყენებულია OLED ტექნოლოგია, თუმცა მხოლოდ ლეპტოპის სენსორული მართვის მქონე პანელებში. 

ინტერნეტ-რესურსებისგან ცნობილი ხდება ისიც, რომ Apple-ისთვის OLED ეკრანების მიმწოდებელი  შესაძლოა Samsung გახდეს, რაც გასაკვირი და მოულოდნელი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით Samsung მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა OLED-დისპლეების წარმოება-მიწოდების თვალსაზრისით.  

OLED-დისპლეის მქონე ლეპტოპები ბაზარზე უკვე არსებობს - ერთ-ერთი მათგანია Lenovo-ს მიერ წარმოებული პორტატული კომპიუტერი. 

წყარო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.