Jump to content

Opel Corsa-ს ელექტრო ვერსია 330 კილომეტრი გავლის მარაგით


Recommended Posts

კომპანია Opel-მა წარადგინა ელექტრო ავტომობილი Corsa-e. ახალ ელექტრომობილს აქვს დინამიური გარეგნული იერსახე და მასში შენარჩუნებულია წინა თაობებისათვის დამახასიათებელი კომპაქტური გაბარიტები. 

image.jpeg 

Corsa-e-ს სიგრძე 4,06 მეტრია და იგი გვევლინება, როგორც პრაქტიკული და კარგად ორგანიზებული ხუთადგილიანი ავტომობილი. როგორც მოგეხსენებათ, Opel ფრანგული მანქანათმშენებლობის კომპანია Groupe PSA-ის შვილობილი კომპანიაა და, აქედან გამომდინარე, ხსენებულ ელექტრომობილს მსგავსებები აქვს Peugeot e-208-სთან. 

image.jpeg 

მანქანის სახურავის ხაზი 48 მილიმეტრით დაბალია წინა მოდელთან შედარებით. ეს ცვლილება არაფრით აისახება მგზავრების კომფორტზე, რადანაც მძღოლის სავარძელი 28 მილიმეტრით დაბლაა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ მართვის მოქნილობა და დინამიკა გაიზარდა იმის წყალობით, რომ სიმძიმის ცენტრა ქვემოთ გადაინაცვლა. 

image.jpeg 

ელექტრომობილი აღჭურვილია სწრაფად რეაგირებადი და დინამიური მართვის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ და მოსახერხებელ მგზავრობას. სალონის თანამედროვე დიზაინი შესაძოა შეივსოს ტყავის სავარძლებით. 

image.jpeg 

Corsa-e ელექტრომობილის კონსტრუქციაში გამოყენებულია 50 კვტ.სთ. მოცულობის ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 330-კილომეტრიანი სვლის მარაგს. 30 წუთში შესაძებელია ბატარეის ენერგიის 80%-მდე შევსება. ხსენებულ ელექტრომობილს შეუძლია 136 ცხენის ძალა სიმძლავრის განვითარება. მძღოლს შეუძლია გამოიყენოს თავისთვის ოპტიმალური რეჟიმები - Normal, Eco და Sport. 50 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებას მანქანა 2,8 წამში ახერხებს, 100 კმ/სთ. სიჩქარის გავითარებისათვის კი საჭიროა 8,1 წამი. 

image.jpeg 

Corsa-e წარმოდგენილია 7- ან 10-დუიმიანი სენსორული დისპლეითა და თანამგზავრული სანავიგაციო სისტემით. Opel-ის ახალი ელექტრომობილის შეძენა რამოდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი. Corsa-e მობილის საცალო გასაყიდი  ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.