Jump to content

Opera GX — მსოფლიოში პირველი გეიმინგ-ბრაუზერი


Recommended Posts

Opera უკვე რამდენიმე წელია ექსპერიმენტებს ატარებს ბრაუზერის სხვადასხვა ვერსიაში და ახდენს განსხვავებული ვარიანტების ტესტირებას. წარმოდგენილი იყო ბრაუზერი Neon უჩვეულო ინტერფეისით, აგრეთვე Reborn 3 - Web 3-ის მხარდაჭერით, კრიპტოსაფულითა და სწრაფი VPN-ით. ამჟამად კი კომპანია ამზადებს გეიმინგ-ბრაუზერს სახელად Opera GX. 

image.jpeg 

ახალი ბრაუზერის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად პროგრამას ექნება სინქრონიზაციის ფუნქცია RGB-განათებასთან, რაზეც მიანიშნებს ვებ-გვერდზე განთავსებული ბანერი. ხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროგრამა გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება ონლაი-თამაშებისათვის. ცხადია, საუბარია Unity-ზე დაფუძნებული პროექტებზე. 

ბრაუზერის ტესტირება მალე დაიწყება, პროგრამაში ჩართვის ადრეული წვდომის მისაღებად საჭიროა ვებ-გვერდზე დარეგისტრირება. დიდი ალბათობით, ეს იქნება გარკვეულწილად Google Chrome-ის ანალოგი, რომელიც მოქმედებს პროექტ Google Stadia-ში. ტექნოლოგიური კომპანიები დიდ მნშვნელობას ანიჭებენ cloud-თამაშებს, ამიტომ თამაშებზე ორიენტირებულ ბრაუზერს დღესდღეობით განსაკუთრებული პერსპექტივები აქვს. 

ბრაუზერები უკვე დიდი ხანია კომპიუტერების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენენ. უამრავი ვებ-სერვისის წყალობით ისინი გვევლინება, როგორც სატესტო, გრაფიკული, აუდიო- და ვიდეორედაქტირების საშუალება. ასე, რომ Opera GX დიდ ინტერესს იწვევს - იქნება თუ არა წარმატებული ჩაფიქრებული ვერსია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.