Magdalena Posted May 22, 2019 Share Posted May 22, 2019 კომპანია MSI-მა დაამზადა მონიტორი MAG321CURV, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ-კლასის დესკტოპ-სისტემებთან გამოყენებისათვის. მონიტორის დიაგონალის ზომა 32 დუიმია, გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს, რაც შეესაბამება 4K ფორმატს. მოწყობილობას აქვს HDR მხარდაჭერა და sRGB ფერადი სივრცის 100%-იანი მოცულობა. სიკაშკაშე შეადგენს 300 კდ/ მ2 , კონტრასტულობა - 2500:1. მონიტორში წარმოდგენილია AMD FreeSync ტექნოლოგია. იგი პასუხისმგებელია კადრის განახლების სიხშირის სინქრონიზაციაზე გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. შედეგად უზრუნველყოფილია უწყვეტი, შეუფერხებელი გეიმინგ-პროცესი. პანელს გააჩნია მრავალფერიანი საფირმო განათება MSI Mystic Light. სადგამით შესაძლებელია დარეგულირდეს მონიტორის დახრის კუთხე და მისი სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან (130 მმ-ის ფარგლებში). MSI MAG321CURV მონიტორის ფასი უახლოეს დროში გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/987837 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.