Jump to content

გამოვიდა ახალი „საყოველთაო“ ფლაგმანები Honor 20 და Honor 20 Pro


Recommended Posts

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სანქციების გამო კომპანია Huawei საკმაოდ რთულ ვითრებაში აღმოჩნა, მან მაინც არ გადადო ახალი ფლაგმანური Honor 20-სა და მისი გაუმჯობესებული ვერსიის - Honor 20 Pro-ს პრეზენტაცია. ისევე, როგორც გასულ წელს, Huawei- ამჯერადა მკაფიოდ გამოჰყო ერთმანეთისგან ახალი მოწყობილობები და „ნამდვილი“ ფლაგმანები - P30 და P30 Pro: ახალი სმარტფონები მოკლებულნი არიან გარკვეულ მახასიათებლებს, თუცა ფლაგმანური პლატფორმა მათში შენარჩუნებულია. 

image.jpeg 

Honor 20 და Honor 20 Pro სმარტფონების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი P30 და P30 Pro მოდელებისაგან მდგომარეობს უკანა კამერის სპეციფიკაციებში. Honor 20-ში გამოყენებულია ოთხი კამერისაგან შემდგარი მოდული. მთავარი მოდული 48-მეგაპიქსელიანია და წარმოდგენილია Sony IMX586 სენსორით. მას ემატება 16+2+2 მეგაპიქსელიანი მოდულები.  

image.jpeg 

Honor 20 

Honor 20 Pro მოდელს აქვს ისეთივე ძირითადი, მაკრო- და ფართოკუთხიანი მოდულები, როგორც ჩვეულებრივ Honor 20-ს. მეოთხე მოდული 8 მეგაპიქსელიანია და აქვს სამმაგი ოპტიკური Zoom. Pro-ვერსიის კამერები, განსხვავებით სტანდარტული მოდელისა,  აღჭურვილია გამოსახულების სტაბილიზატორებით, გაუმჯობესებულია ავტოფოკუსიც 

image.jpeg 

Honor 20 Pro 

ორივე სმარტფონს აქვს 6,26-დუიმიანი LCD დისპლეი 2340 × 1080 გაფართოებით. დისპლეის ზედა მარცხენა კუთხეში მოცემულია მრგვალი ჭრილი, რომელშიც განთავსებულია ფრონტალური კამერა. ეკრანს გარს აკრავს საკმაოდ თხელი ჩარჩოები, თავად დისპლეი ფრონტალური პანელის 91%-ს იკავებს. რადგანაც IPS-დისპლეიზე დაქტილოსკოპიური სკანერის ჩაშენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ორივე სმარტფონში იგი განთავსებულია გვერდით ნაწილზე ბლოკირების ღილაკთან ერთად. 

image.jpeg 

ორივე სმარტფონი აგებულია ფლაგმანურ პლატფორმა Kirin 980-ზე, რომელიც მოიცავს 8 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,6 გიგაჰერცამდე. Honor 20 მოდელს აქვს 6-გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, Honor 20 Pro-ს კი - 8/256 გიგაბაიტიანი, შესაბამისად. ხელმისაწვდომია microSD მეხსიერების ბარათის სლოტიც. სმარტფონების ფრონტალური კამერებიც განსხვავებულია: Honor 20-ს აქვს 24-მეგაპიქსელიანი, Pro-ვერსიას კი - 32-მეგაპიქსელიანი კამერა. 

image.jpeg 

ახალი სმარტფონების წარდგენა მოხდა იმ უსიამოვნო შემთხვევიდან მცირე ხანში, რაც გამოწვეული იყო აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულებით: გასულ კვირაში აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ჩინური ტექნოგიგანტი „შავ სიაში“ შეიყვანა და ამით ფაქტობრივად აუკრძალა ამერიკულ კომპანიებს Huawei-სთან მუშაობა. ამის გამო Huawei-ს ახალ მოწყობილობებს შესაძო აღარ ჰქონდეთ Android-ის უსაფრთხოების განახლება და ვეღარ იმუშაონ Google-ის სერვისებთან.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.