Magdalena Posted May 21, 2019 Share Posted May 21, 2019 აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების ორგანიზაციამ (USPTO) გამოაქვეყნა Intel-ის განაცხადი - „ტექნოლოგიები ორმაგი ეკრანის მქონე აპარატებისთვის“. უფრო კონკრეტულად, საუბარი ეხება ლეპტოპებს, რომლებშიც ჩვეულებრივი კლავიატურის ადგილას განთავსებული იქნება მეორე ეკრანი. ამგვარი მოწყობილობის პროტოტიპის დემონსტრირება Intel-მა უკვე მოახდინა გასული წლის გამოფენა Computex 2018-ზე. მაგალითად, კომპიუტერი კოდური სახელწოდებით Tiger Rapids წარმოდგენილია სტანდარტული დისპლეითა და დამატებითი სრულზომიანი ეკრანით. დავუბრუნდეთ Intel-ის საპატენტო განაცხადს. იგი USPTO-ში გაგზავნილ იქნა გასული წლის ბოლოს, თუმცა მხოლოდ ახლახანს გასაჯაროვდა. Intel-ს სხვადასხვა ვარიანტი აქვს, თუ როგორ უნდა მიმაგრდეს პორტატული კომპიუტერის კორპუსის ორი ნახევარი ერთმანეთთან. მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შემცირდეს დისპლეებს შორის არსებული სივრცე. როგორც ცნობილია, მიმაგრების ტიპი უზრუნველყოფს კომპიუტერის ნაწილების იმგვარად მიმაგრებას, რომ შესაძლებელი იქნება მათი მოტრიალება 360 გრადუსით. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მოწყობილობის გამოყენება პლანშეტის რეჟიმში ისე, რომ ორივე მხარეს ეკრანი იქნება. გარდა ამისა, გაჯეტის გამოყენებას მომხმარებლების შეძლებენ წიგნისა და ტრადიციული ლეპტოპის რეჟიმებით. https://3dnews.ru/987768 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.