Jump to content

AMD დაბრუნდა აშშ-ის ყველაზე წარმატებულ კომპანიათა 500-ეულში


Recommended Posts

კომპანია AMD აგრძელებს წარმატებულ სვლას როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ გეგმებში. იმიჯის თვალსაზრისით მისი ბოლო დროის ერთ-ერთი მსხვილი მიღწევაა სამწლიანი შესვეების შემდეგ Fortune 500-ის სიაში დაბრუნება - ეს არის ჟურნალ „Fortune”-ის მიხედვით აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც განისაზღვრება შემოსავლების მხრივ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ AMD-მა არა მარტო შეძლო კრიზისიდან გამოსვლა, არამედ დაუბრუნდა თავდაჯერებულ აღმასვლას და კვლავ აღმოჩნა უმსხვილეს მოთამაშეთა რიცხვში. 

image.png 

2019 წლის სიაში AMD 460-ე ადგილს იკავებს. 2017 წელთან შედარებით AMD-ის მოგება ბოლო წელს 23%-ით გაიზარდა და ამის წყალობით კომპანიამ ერთბაშად 46 პოზიციით წაიწია წინ. ეს ფაქტი საფონდო ბაზრისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალია და იგი AMD-ის აქციების ფასზეც აისახება. 

AMD-ისთვის უცხო არ არის Fortune 500 სიაში ყოფნა. თავისი არსებობის 50 წლის მანძილზე იგი 26-ჯერ მოხვდა ჟურნალის სიაში, თუმცა 2015 წლიდან AMD-ს არ გამოსდიოდა სიაში მოხვედრა მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს იგი 357-ე ადგილს იკავებდა. აშკარაა, რომ კომპანიის ვითარება პროცესორების წარმოებასთან დაკავშირებული ბიზნესის გამო დამძიმდა, მაგრამ Zen მიკროარქიტექტურის გამოჩენის შემდეგ კომპანიამ შეძლო მიეღწია უფრო და უფრო მეტი წარმატებისათვის. 

image.png 

Mercury Research-ის ბოლო ანგარიშის თანახმად კომპანია AMD-მა 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი წილი პროცესორების ბაზრის ყველა სეგმენტში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი წილი დესკტოპ-სეგმენტში 4,9%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა მობილურ სეგმენტში და 1,9%-თ - სერვერების საბაზრო სეგმენტში. საერთო ჯამში AMD-ის წილი ამჟამად 13,3%-ს შეადგენს, რამაც კომპანიას საშუალება მისცა დაებრუნებინა დაახლოებით ისეთივე პოზიცია პროცესორებზე, როგორიც ჰქონდა 2014 წლის დასაწყისში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.