Jump to content

Xiaomi ამზადებს ახალ სმარტ-პროექტორს - 4K HDR


Recommended Posts

ჩინური კომპანია Xiaomi გამოსაშვებად ამზადებს ლაზერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილ ახალ სმარტ-პროექტორს. 

image.jpeg 

მოწყობილობა მიეკუთვნება 4К ფორმატის პროდუქციას, შესაბამისად, 3840 × 2160 პიქსელი გაფართოების გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა. აგრეთვე საუბარია HDR 10 მხარდაჭერაზე. 

როგორც კომპანია აცხადებს, სიკაშკაშე აღწევს 1700 ANSI-ლუმენს. გამოსახულების ზომამ შესაძლებელია მიაღწიოს 80-დან 150 დუიმს დიაგონალზე. მოწყობილობის გაბარიტებია 456×308×91 მმ, წონა - დაახლოებით 7.5 კგ.  

პროექტორი წარმოდგენილია ARM-პროცესორით, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. ხელმისაწვდომი საფირმო პროგრამული ინტერფეისი MIUI. 

image.jpeg 

მოწყობილობას საკმაოდ ხარისხიანი აუდიოსისტემა აქვს: ორი დინამიკის ჯამური სიმძლავრე 30 ვატს შეადგენს. ასევე ხელმისაწვდომია უსადენო კავშირის Bluetooth-ადაპტერი, სამი HDMI 2.0 პორტი, USB პორტები და SPDIF ინტერფეისი. 

პროექტორი ფასი 1600 აშშ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუკი კომპლექტს პროექციის ეკრანიც დაემატება, ფასი 2300 დოლარამდე იზრდება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.