Jump to content

ილონ მასკი Tesla-ს მკაცრი ხელმომჭირნეობისაკენ მოუწოდებს და ცდილობს კომპანიის გაბანკროტებისგან გადარჩენას


Recommended Posts

გასულ წელს ილონ მასკი დარწმუნებული იყო, რომ Tesla Model 3 ელექტრომობილების წარმოების გაზრდა კომპანიას ხელს შეუწყობდა  შეემცირებინა სესხებზე დამოკიდებულება.  მიმდინარე წლის პირველი კვარტალი იმედის გამაცრუებელი აღმოჩნდა: წმინდა მოგებამ მხოლოდ 702 მილიონს მიღწია, დაფიქსირდა ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭირო გახდა ძველი სესხების გადახდა, წარმოების მოცულობის ზრდა არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ხელმძღვანელობას სურს. გასულ წელს მასკი აქციონერებს ამშვიდებდა, რომ 2019 წელს კაპიტალური ხარჯები არ გადააჭარბებდა 2,5 მილიარდს და საკმარისი თანხა იქნებოდა შანხაიში საწარმოს აშენებისთვისაც, კომპაქტური ქროსოვერის - Tesla Model Y-ისა და სატვირთო Tesla Semi-ს წარმოებისთვისაც. სწორედ Tesla Model 3-სა და მომავალში Model Y-ის წილის ზრდა განაპირობებს კომპანიის მოგების შემცირებას, რადგანაც ამ ელექტრომობილების ფასზე უფრო ნაკლები დანამატია, ვიდრე Model S-სა და Model X-ზე. 

image.png 

მარტში Tesla- დაიწყო საცალო სავაჭრო ობიექტების რიცხვისა და პერსონალის შემცირება, რათა ეცადა გასავალის ოპტიმიზება. შემცირება შეეხო საკადრო სტრუქტურასაც. მაისში კომპანიამ გადაწყვიტა გაეყიდა 860 მლნ დოლარის ღირებულების აქციები და 1,84 მლრდ დოლარის კონვერტირებადი ობლიგაციები, რამაც ჯამში დაახლოებით 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, როგორც ამჯერად ხდება ცნობილი, კომპანიას ეს თანხაც არ ჰყოფნის ჩაფიქრებული გეგმების რეალიზებისათვის. 

image.jpeg 

რესურს Electrek-ის ხელში აღმოჩნდა ილონ მასკის წერილი, რომელშიც იგი თანამშრომლებს მოუწოდებს მოემზადონ უმკაცრესი ხელმომჭირნეობის რეჟიმისათვის, რომელსაც დანერგავს ახალი ფინანსური დირექტორი Zach Kirkhorn მისი ბრძანების მიხედვით. გასული კვარტლის ბოლოს Tesla ფლობდა დაახლოებით 2,2 მილიარდ დოლარს, მაგრამ მიმდინარე ხარჯების გათვალისწინებით ეს თანხა 10 თვეში ამოიწურება. ხელმომჭირნეობის უპრეცედენტო ზომები შეეხება შრომის ანაზღაურების ფონდს, სამივინებო ხარჯებს, კომპლექტაციების შეძენასა და საარენდო გადასახადს. თანამშრომლებისაგან Tesla ელის რაციონალურ შემოთავაზებებს ხარჯების შემცირების მიზნით 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.