Magdalena

გეიმინგ-კომპიუტერი Corsair One i165 13-ლიტრიანი კორპუსით

Recommended Posts

კომპანია Corsair-მა წარადგინა კომპაქტური, თუმცა მძლავრი დესკტოპ-კომპიუტერი One i165, რომლის შეძენაც მსურველებს შეეძებათ 3800 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

მოწყობილობა განთავსებული კორპუსში, რომლის გაბარიტები შეადგენს 200 × 172,5 × 380 მილიმეტრს. ამგვარად, სისტემის მოცულობა მხოლოდ 13 ლიტრია. მოწყობილობა 7,38 კილოგრამს იწონის. 

კომპიუტერს საფუძვლად უდევს Mini-ITX ფორმატის დედა დაფა  Z370 ჩიპსეტზე. გამომთველი დატვირთვა აკისრია Coffee Lake თაობის Intel Core i9-9900K პროცესორს. ამ ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი ერთობლივად ინფორმაციის 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 3,6 გიგაჰერცს, მაქსიმალური - 5,0-ს. 

image.jpeg 

გრაფიკულ ქვესისტემაში მოცემულია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080 Ti. DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 32 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შესანახად განკუთვნილია 960 გიგაბაიტიანი M.2 NVMe SSD და 2-ტერაბაიტიანი მყარი დისკი. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს თხევადი გაგრილების სისტემა, ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 ქსელური ადაპტერები, კვების ბლოკი Corsair SF600 80 Plus Gold. გამოყენებული ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro.  

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now