Magdalena Posted May 16, 2019 Share Posted May 16, 2019 სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე განაცხადა, რომ მწარმოებლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით მოხდეს ინოვაციური სივრცითი სტრუქტურის მქონე ტრანზისტორების გამოშვება. აღწერილი მიდგომის სხვადასხვა ვარიაციით გამოყენება მოიაზრება TSMC-სა და Intel-ის მიერაც, თუმცა Samsung-ი მათ მინიმუმ მთელი წლით უსწრებს წინ. ფოტოს წყარო: Samsung Electronics ტრანზისტორების ახალ სტრუქტურას Samsung-მა უწოდა Multi-Bridge-Channel FET (MBCFET), იგი გამოსახულია ილუსტრაციაზე უკიდურეს მარჯვენა ნაწილში. 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი MBCFET-ის გამოყენებით საშუალებას იძლევა 45%-ით შემცირდეს კრისტალების ფართობი 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, ამასთან, ენერგომოხმარების დონე ორჯერ მცირდება. შესაძლებელია ტრანზისტორების სწრაფადმოქმედების დონის ამაღლება 35%-ზე ენერგომოხმარების იმავე დონის ფარგლებში. 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული ციფრული პროექტების პროტოტიპები Samsung-ს უკვე აქვს, კომპანია აპირებს კიდევ უფრო დახვეწოს და გააუმჯობესოს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მახასიათებლები. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში Samsung-ი გეგმავს გამოუშვას 6-ნანომეტრიანი პროდუქტების სერიული წარმოება და დაასრულოს 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემუშავება. მომდევნო წლის პირველ ნახევარში დაიწყება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული ნაკეთობების მასობრივი გამოშვება. 3-ნანომეტრიანი პროდუქტების წარმოება ათვისებული იქნება 2021 წლისათვის, ეს იქნება დაბალი დონის ენერგომოხმარების პროდუქტები. მათზე უფრო მძლავრი პროდუქტების წარმოება ხსენებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დაიწყება 2022 წლიდან. Samsung-ის წარმომადგენლების თქმით, ტრანზისტორების ახალი სტრუქტურა საშუალებას იძლევა შეიქმნას 2-ნანომეტრიანი პროდუქტებიც. რომელი ტექნოლოგიით მიაღწევს Samsung-ი 1-ნანომეტრიან ტექნოპროცესამდე - კომპანიას ჯერ არ გადაუწვეტავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ბარიერიც გადალახული იქნება. https://overclockers.ru/hardnews/show/97195/samsung-podelilas-uspehami-v-osvoenii-3-nm-tehprocessa Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.