Jump to content

Samsung-ის წარმატება 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესში


Recommended Posts

სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე განაცხადა, რომ მწარმოებლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობიაც შესაძლებელია 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით მოხდეს ინოვაციური სივრცითი სტრუქტურის მქონე ტრანზისტორების გამოშვება. აღწერილი მიდგომის სხვადასხვა ვარიაციით გამოყენება მოიაზრება TSMC-სა და Intel-ის მიერაც, თუმცა Samsung-ი მათ მინიმუმ მთელი წლით უსწრებს წინ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

ტრანზისტორების ახალ სტრუქტურას Samsung-მა უწოდა Multi-Bridge-Channel FET (MBCFET), იგი გამოსახულია ილუსტრაციაზე უკიდურეს მარჯვენა ნაწილში.  

3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი MBCFET-ის გამოყენებით საშალებას იძლევა 45%-ით შემცირდეს კრისტალების ფართობი 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, ამასთან, ენერგომოხმარების დონე ორჯერ მცირდება. შესაძლებელია ტრანზისტორების სწრაფადმოქმედების დონის ამაღლება 35%-ზე ენერგომოხმარების იმავე დონის ფარგლებში. 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული ციფრული პროექტების პროტოტიპები Samsung-ს უკვე აქვს, კომპანია აპირებს კიდევ უფრო დახვეწოს და გააუმჯობესოს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მახასიათებლები. 

მიმდინარე წლის მეორე ნახევარში Samsung-ი გეგმავს გამოუშვას 6-ნანომეტრიანი პროდუქტების სერიული წარმოება და დაასრულოს 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემუშავება. მომდევნო წლის პირველ ნახევარში დაიწყება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული ნაკეთობების მასობრივი გამოშვება. 3-ნანომეტრიანი პროდუქტების წარმოება ათვისებული იქნება 2021 წლისათვის, ეს იქნება დაბალი დონის ენერგომოხმარების პროდუქტები. მათზე უფრო მძლავრი პროდუქტების წარმოება ხსენებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დაიწყება 2022 წლიდან. Samsung-ის წარმომადგენლების თქმით, ტრანზისტორების ახალი სტრუქტურა საშუალებას იძლევა შეიქმნას 2-ნანომეტრიანი პროდუქტებიც. რომელი ტექნოლოგიით მიაღწევს Samsung-ი 1-ნანომეტრიან ტექნოპროცესამდე - კომპანიას ჯერ არ გადაუწვეტავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ბარიერიც გადალახული იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.