Magdalena

MIT წარმოგიდგენთ ნამდვილ ცოცხალ ყვავილებს, რომლებიც მომავლის სახლებს გაანათებენ

Recommended Posts

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა მომავლის სმარტ-სახლებისათვის შექმნეს განათების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი ლუმინესცენსიური მცენარეები. 

image.jpeg 

MIT-ის პროფესორმა მაიკლ სტრანომ განახორციელა ფლოურესცენციური ნანონაწილაკების მცენარეებში იმპლანტირება, რის შედეგადაც მცენარის ფოთლებმა სინათლე გამოსცეს. როგორც დაგეგმილია, ქიმიური რეაქცია იმუშავებს ციცინათელების გამოსხივების ანალოგიურად. 

image.jpeg 

პირველი მანათობელი მცენარეები MIT-ში ჯერ კიდევ 2017 წელს შეიქმნა. იმ პერიოდში მეცნიერებმა გამოზარდეს ლუმინესცენციური Nasturtium officinale-ს რამოდენიმე თაობა - მასში უშვებდნენ სინათლის კონდენსატორს, ნანობიოტიკური მცენარის კომპონენტს. იგი მცენარეებს საშუალებას აძლევს არ გამოსცენ მეტისმეტად კაშკაშა სინათლე, რის შედეგადაც მცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. 

image.jpeg 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მანათობელი მცენარეები არა მარტო ჩაანაცვლებენ ხელოვნურ განათებას, არამედ შეამცირებენ ნახშირორჟანგს, რასაც ადამიანები გამოყოფენ.  

მკვლევარები სამომავლოდ აპირებენ შექმნა სხვა სახეობის მანათობელი მცენარეებიც. 

სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=22&v=hp-vqd8zJM4 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now