Magdalena

SpaceX-ის პირველი ეტაპის თანამგზავრები გასაშვებად მზად არის

Recommended Posts

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა წარადგინა 60 მინი-თანამგზავრი, რომელთა გაშვებასაც მისი კომპანია უახლოეს დროში აპირებს. ეს თანამგზავრები პირველები იქნება ათასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელიდან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გლობალური ინტერნეტ-დაფარვა. მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა რაკეტა Falcon 9-ში განთავსებული თანამგზავრების ფოტოები, სწორედ ამ რაკეტამ უნდა გაიტანოს ისინი ორბიტაზე. 

image.jpeg 

ეს თანამგზავრები პირველი მუშა ნიმუშებია SpaceX Starlink-ინიციატივის ფარგლებში, რომელშიც დაგეგმილია ჯამში 12 ათასი კოსმოსური აპარატის განთავსება დედამიწის ახლო ორბიტაზე. აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ SpaceX-ს თანხმობა მისცა თანამგზავრების ორი ჯგუფის გაშვებაზე: პირველი შედგენილი იქნება 4409 აპარატსაგან, მეორე კი - 6518-სგან. მეორე ჯგუფის თანამგზავრები უფრო ნაკლებ სიმაღლეზე იმუშავებენ პირველთან შედარებით. 

აშშ-ის კავშირგაბმულობის კომისიის ნებართვის თანახმად SpaceX პირველი ჯგუფის თანამგზავრებს უახლოესი 6 წლის განმავლობაში გაუშვებს. ამ დრომდე, 2018 წლის შემდეგ კომპანიას მხოლოდ ორი სატესტო თანამგზავრი ჰყავს გაშვებული, სახელად TinTin A და TinTin B. კომპანიის განცხადებით, ამ თანამგზავრებმა საკმაოდ კარგი შედგები აჩვენეს, თუმცა ისინი განთავსებულია იმაზე უფრო დაბლა, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი.  

კომპანია სრული სერიოზულობით ემზადება პროექტ Starlink-ის ასამოქმედებლად. ილონ მასკის განცხადების თანახმად პირველი ეტაპის საცდელი 60 თანამგზავრი TinTin-სგან განსხვავებულებია. გასულ კვირას SpaceX-ის პრეზიდენტმა Gwynne Shotwell-მა განაცხადა, რომ ეს თანამგზავრები ჯერ კიდევ არ არის სრულად ფუნქციური, თუმცა ექნებათ დედამიწასთან კავშირისათვის საჭირო ანტენები და შეეძლებათ კოსმოსში მანევრირება. თანამგზავრებს კოსმოსში ყოფნის დროს ერთმანეთთან კავშირი არ ექნებათ. 

image.jpeg 

მასკი აღნიშნავს, რომ მისიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება სატესტო აპარატების გაშვების დეს, რომელიც 15 მაისს არის დაგეგმილი. 

მასკის თქმით ბევრი რამ შეიძლება ვერ წავიდეს გეგმის მიხედვით. მისი აზრით, უმნიშვნელო ზონის ინტერნეტით დაფარვისათვის მინიმუმ 60 თანამგზავრისაგან შემდგარი ექვსი ასეთი მისიაა საჭირო. როგორც ამჟამად ცნობილია, მიმდინარე წელს SpaceX შეძლებს 2-დან 6-მდე ასეთი მისიის განხორციელებას, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის პირველი გაშვება.  

SpaceX ერთ-ერთია რამოდენიმე კომპანიათაგან, რომლებიც აპირებენ კოსმოსში დიდი რაოდენობით თანამგზავრის გაშვებას გლობალური ინტერნეტის უზრუნველყოფის მიზნით. ამ მიმართულებით მუშაობენ კომპანიები - OneWeb, Telesat, LeoSat, Amazon. SpaceX-ის სურვილია, მოწინავე პოზიცია დაიკავოს კოსმოსური ინტერნეტის მიმართულებაში. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now