Jump to content
Magdalena

ASUS-ის 30 წლის იუბილე: დამზადდა საიუბილეო დედა დაფა, ვიდეო ბარათი და პერიფერია. მზადებაშია გეიმინგ-მონიტორი TUF Gaming VG32VQ ექსკლუზიური ტექნოლოგიით - ELMB-Sync

Recommended Posts

წელს ASUS-ი 30-წლიან იუბილეს აღნიშნავს. ასეთი თარიღი, ბუნებრივია, ვერ ჩაივლიდა სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებისა და სიახლეების გარეშე. ღონიძიებების გარდა კომპანია AMD-ის მსგავსად ASUS-მა გადაწყვიტა გამოეშვა ლიმიტირებული საიუბილეო სერიის დედა დაფა, ვიდეო ბარათი და პერიფერიული მოწყობილობები. 

 

პირველ რიგში, უნდა აღინიშოს, რომ საიუბილეო მოწყობილობები ორიენტირებულია ჩინურ ბაზრზე სავაჭრო პლატფორმა JD.com-თან თანამშრომლობის გათვლისწინებით, რითაც აიხსნება კიდეც მოწყობილობების ორიგინალური გაფორმება. სხვა რეგიონების მაცხოვრებლებს შეუძიათ მხოლოდ დატკბნენ ASUS-ის დიზაინერების ქმნილებების ფოტოებზე ხილვით. საიუბილეო პროდუქტების გასაფორმებლად მოწვეულნი იყვნენ ტრადიციული ჩინური ფერწერისა და ვერცხლზე გრავირების წამყვანი ოსტატები. 

საიუბილეო სერიაში შედის დედა დაფა TUF Z390-PLUS GAMING (WI-FI😞 

image.jpeg 

ვიდეო ბარათი TUF GTX 1660TI-O6G-GAMING: 

image.jpeg 

კლავიატურა ROG STRIX FLARE; 

image.jpeg 

მაუსი ROG Gladius II P502; 

image.jpeg 

და ჰედსეტი ROG 7.1 Centurion. 

 image.jpeg

როგორც ჩანს, ამ საზეიმოდ გაფორმებული მოწყობილობების რაოდენობა მეტად შეზღუდულია, რადგანაც მათი პირდაპირი შეძენა ჩინელ რიგით მომხმარებლებსაც კი არ შეუძლიათ. მიიჩნევა, რომ სუვენირები გათამაშდება პლატფორმაზე - JD.com. 

image.jpeg

კომპანია ASUS აგრძელებს ბრენდ The Ultimate Force-ის  (TUF) ქვეშ გამოშვებული პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოებას. ამჟამად ამ სერიაში ხელმისაწვდომია მონიტორებიც, რომელთაგან პირველი იქნება TUF Gaming VG32VQ. იგი საინტერესოა პირველ რიგში იმით, რომ აქვს ახალი ტექნოლოგია ELMB-Sync-ის მხარდაჭერა. 

ELMB-Sync (Extreme Low Motion Blur Sync) ტექნოლოგიაში გაერთიანებულია მოძრაობისას გამოსახულების გაბუნდოვნების შემამცირებელი ტექნოლოგია (Extreme Low Motion Blur, ELMB) და ადაპტირებული სინქრონიზაცია (Adaptive-sync). ჩვეულებრივ მონიტორებში მათი ერთად გამოყენება არ შეიძება, რადგანაც ELMB ტექნოლოგიის მუშაობისათვის გამოყენებულია სწრაფა მოციმციმე განათება, მისი სინქრონიზება განახლების სიხშირესთან კი საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ASUS-მა კი შეძლო მათ ერთობლივად მოთავსება და შექმნა ექსკლუზიური ტექნოლოგია ELMB-Sync. 

თავად TUF Gaming VG32VQ მონიტორს აქვს 32-დუიმიანი VA-პანელი გაფართოებით Quad HD (2560 × 1440 პიქსელი). განახლების სიხშირე 144 ჰერცია, რის გამოც იგი საკმარისად საინტერესო გადაწყვეტილებად მიიჩნევა გეიმინგ-სისტემებში. მონიტორს აგრეთვე აქვს HDR მხარდაჭერა. 

დანარჩენი მახასიათებლები, ასევე ფასი და გაყიდვების დაწყების დრო ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.  

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...