Jump to content

გამოჩნდა ახალი iPhone XR 2019-ის რენდერები


Magdalena

Recommended Posts

დღესდღეობით iPhone XR საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა ყველა არ არის თანახმა - გადაიხადოს 1000 დოლარი Apple-ის „ბიუჯეტურ“ სმარტფონში. კომპანია უკვე მუშაობს გასული წლის ვერსიის გაუმჯობესებაზე. ინტერნეტში გავრცელდა მომავალი XR 2019-ის ხარისხიანი რენდერები. 

 
image.png 

როგორც რენდერებიდან ჩანს, Apple უარს არ ამბობს - სმარტფონები კაშკაშა ფერებში იყოს წრმოდგენილი. 

სმარტფონის ფრონტალურ ნაწილზე, სრულიად ცხადია, რომ ცვილებები არ შეინიშნება. მასზე, ისევე როგორც წინა წლის მოწყობილობაზე, განთავსებულია 6,1 დუიმიანი დისპლეი თანამედროვე საზომების მიხედვით საკმაოდ დიდი ჭრილით. მთავარი ცვლილებები კი შესამჩნევია სმარტფონის უკანა მარეს. 2019 წლის მოდელებს Apple დაუმატებს დამატებით კამერას და შეცვლის კამერების მოდულების განლაგებას. 

როგორც ჩანს, Apple-ს სურს ძირითადი კამერის ახალი დიზაინის დანერგვა. ფლაგმანური Xl Max 2019 მოდელის პარალელურად, სადაც განთავსებულია სამი ძირითადი კამერის კვადრატული მოდული, ასეთივე დიზაინერული გადაწყვეტილება იქნება წარმოდგენილი უმცროს XR 2019 მოდელზეც. 

ცნობილია, რომ ახალი სმარტფონის გაბარიტები იქნება 150,9 х 76 х 8,3 მმ, სისქე კი - 9,1 მმ. მოწყობილობა იმუშავებს Apple A13 Bionic პროცესორზე. მათი მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. ამჟამინდელი ინფორმაციით ახალ iPhone-ებს, მათ შორის ახალი თაობის XR-მოწყობილობებსაც ექნებათ 18-ვატიანი დამტენი მოწყობილობა. 

Link to comment
Share on other sites

ამ მათხოვრებმა გამოუშვან ბიუჯეტური iphone SE 2 რა ტვინი წაიღეს მართლა. ვითომ ბიუჯეტური ეს და ამის ფასად სამსუნგის წინა თაობის ფლაგმანს იყიდი. როგორც ამბბდნენ 4,7 ინჩიანი ეკრანი მშვენიერი იქნება მაგრამ არაა, ხო უნდა შეტენონ ხალხს ძვირიანი პროდუქტი. არ იყიდიან თუ რა?!

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

22 hours ago, MaKaSaRa said:

ამ მათხოვრებმა გამოუშვან ბიუჯეტური iphone SE 2 რა ტვინი წაიღეს მართლა. ვითომ ბიუჯეტური ეს და ამის ფასად სამსუნგის წინა თაობის ფლაგმანს იყიდი. როგორც ამბბდნენ 4,7 ინჩიანი ეკრანი მშვენიერი იქნება მაგრამ არაა, ხო უნდა შეტენონ ხალხს ძვირიანი პროდუქტი. არ იყიდიან თუ რა?!

ზუსტადაც რომ იყიდიან, იმიტომაც ტენიან.. ვიზუალიც არ უვარგა იმჰო. ეს უზარმაზარი "ჩოლკა" :( 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.