Jump to content

ასტრონავტები საკვებისა და ჟანგბადის წყაროს მისაღებად წყალმცენარეებს გამოიყენებენ


Recommended Posts

ხანგრძლივი კოსმოსური მისიების დროს კოსმოსური ხომალდების ეკიპაჟის წევრებს მოუწევთ თავად მოიყვანონ საკვები, რადგანაც დედამიწიდან რესურსების მიწოდება შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, აუცილებელი იქნება მათთვის მრავალფეროვანი რაციონი, რადგანაც ფილმ “The Martian”-ის მთავარი გმირის მსგავსად მხოლოდ კარტოფილით კვებას არავინ მოისურვებს.  

image.jpeg 

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მკვლევარებმა დაიწყეს ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც გაირკვევა, შესაძლებელი იქნება თუ არა წყალმცენარეების გაზრდა და მათგან საკვებისა და ჟანგბადის მიღება. როგორც ჩანს, ეს სავსებით შესაძლებელია. 

წყალმცენარეების გასაზრდელად ასტრონავტები გამოიყენებენ ფოტობიორეაქტორს, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგუზე უკვე მიიტანა SpaceX Dragon-მა. მიიჩნევა, რომ მისი მეშვეობით ასტრონავტები მიიღებენ არა მარტო საკვებ ბიომასას, რომელი სამომავლო კოსმოსური მისიების რაციონის 30% იქნება, არამედ მისი სახით ექნებათ სუფთა ჟანგბადის დამატებით წყარო. ამ მიზნებს შესანიშავად ერგება წყალმცენარის სახეობა „Chlorella vulgaris“, რომელსაც გამოზრდიან ბიოლოგიურ რეაქტორში.  

image.jpeg 

ხსენებული მოწყობილობა იმუშავებს ჰაერის რეცირკულაციის ფიზიკურ-ქიმიურ სისტემასა და ACLS ტექნოლოგიასთან ერთად ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნისათვის. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჟანგბადი მიიღება ელექტროლიზის გზით წყლისგან, რომლის მიწოდებაც სადგურზე ხდება სატვირთო კოსმოსური ხომალდებით - წარმოქმნილი წყალბადი კი კოსმოსურ სივრცეში განიდევნება. წყალმცენარეებისა და ჟანგბადის მოპოვების სხვადასხვა ტექნოლოგიის წყალობით 400 ლიტრით ნაკლები წყლის მიწოდება გახდება საჭირო, ან ზედმეტ წყალს სხვა მიზნებისათვის გამოიყენებენ. 

თუკი ექსპერიმენტი წარმტებით ჩაივლის და დამტკიცდება მისი ეფექტურობა, ტექნოლოგია ფართოდ დაინერგება მთვარის კვლევებისა და მარსის კოლონიზაციის სამომავლო პრებულ მისიებში. ამ მისების მსვლელობისას ეკიპაჟისათვის საკვების დდამიწიდან მიწოდება შეუძლებელი იქნება: პრობლემა დაკავშირებულია არა მარტო შორ მანძილთან, არამედ ტვირთის დიდ წონასთანაც. სწორედ ამიტომ არიან მკვლევარები აქტიურად დაკავებულნი - შექმნან სიცოცხლის უზრუნველყოფის დახურული მიკროსისტემა, სადაც აღარ იქნება საჭირო გარედან წყლისა და საკვების მიწოდება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.