Jump to content

Intel ემზადება Ultrabook-ების გაუმჯობესებისათვის: პროექტი Athena ლაბორატორიების ქსელშია


Recommended Posts

CES 2019 გამოფენაზე კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ აამოქმედებს ახალ ინიციატივას კოდური სახელით „Project Athena“, რომელიც ორიენტირებული იქნება - პორტატული კომპიუტერების მწარმოებლებს დაეხმაროს მომდევნო თაობის Ultrabook-ების აწყობაში. ამჯერად კომპანია უკვე სიტყვიდან საქმეზე გადავიდა და განაცხადა პროექტის ფარგლებშ ლაბორატორიების ქსელის გახნის შესახებ. მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაშ ასეთი ლაბორატორიები გამოჩნდება შანხაისა და ტაიბეიში არსებულ Intel-ის საწარმოებში, აგრეთვე ქალაქ ფოლსომში კომპანიის ოფისში, კალიფორნიის შტატში. 

image.jpeg 

ასეთი ლაბორატორიების შექმნის მიზანი ის არის, რომ Intel- დაეხმაროს პარტნიორებს ახალი თაობის თხელი და მსუბუქი პორტატული კომპიუტერების შექმნაში. Project Athena-ს ლაბორატორიებში კომპანია ასევე აპირებს ორიგანიზება გაუკეთოს დამოუკიდებელი მწარმოებლების კომპონენტების ტესტირებებს, თუკი ისინი პროექტის ჩარჩოებში ჯდება. 

Intel-ის პარტნიორ ყველა მსხვილ კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი ინჟინრების გუნდი ჰყავთ, არ შეუძლია შეასრულო პორტატული კომპიუტერების წარმოების სრული ციკლი ნულიდან. სწორედ ასეთ კომპანიებს შეეწყობა ხელი Athena-ს ლაბორატორიები: Intel-ის ინჟინრები პარტნიორებს დახმარებას გაუწევენ დაპროექტებაში. იმის წყალობით, რომ Intel-ი შეამოწმებს გარე მწარმოებლების აღჭურვილობას მათი მოთხოვნილებეის შესაბამისად, პარტნიორები თავისუფლად შეძლებენ თავიანთ ნაკეთობებში გამოიყენონ ეტალონური დიზაინი და დადასტურებული კომპონენტები. 

Project Athena-ს ფარგლებში დამზადებული პირველი ლეპტოპები 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა. პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიები: Acer, ASUS, Dell, HP, Lenovo, Microsoft, Samsung, Sharp და Google-იც კი. ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე კვირაში ჩატარდა სპეციალური სიმპოზიუმი, სადაც განხილულ იქნა პირველი ეტაპის სისტემებთან დაკავშირებული საკითხები. კომპანია უდიდეს ყურადღებას უთმობს ამ ინიციატივას, რადგან სურს თავის პლატფორმაზე აწყობილი მომდევნო თაობის თხელი და მსუბუქი ლეპტოპები ახალ ორიენტირად აქციოს წარმოებაში: ამგვარ სისტემებს უნდა ჰქონდეთ არა მარტო უფრო თანამედროვე მახასიათებლები, არამედ ისინი ხელმისაწვდომიც უნდა იყოს ფასის მხრივ. 

უკვე ცნობილია საბაზისო პრინციპები, რომელთა თანახმადაც უნდა აიწყოს ლეპტოპები Project Athena-ს ფარგლებში: მოწყობილობები მუდმივად უნდა იყოს ქსელთან კავშირში და ჰქონდეთ რაც შეიძლება ხანგრძლივი მოქმედების ბატარეა. ასეთი მოდელები აიწყობა Intel Core U და Y ენერგოეფექტურ პროცესორებზე, ასევე უნდა იწონიდნენ 1,3 კილოგრამზე ნაკლებს და უნდა შეესაბამებოდნენ ეკრანის დაშვებული სიმკვეთრის დონეს. 

Intel-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მომდევნო თაობის პორტატული კომპიუტერებისგან არ ელიან რაიმე რადიკალურ გარღვევას მახასიათებლების მხრივ. ამ ეტაპზე საუბარი ეხეა უფრო თანამედროვე დიზაინს, გაუმჯობესებულ წარმადობასა და ავტონომიურობას.  

image.jpeg 

Intel-ს სურს, რაც შეიძება ადრეულ ეტაპზე გადაიჭრას დიზაინან დაკავშირებული პრობლემები და ლეპტოპები იყოს სწორად დაპროექტებული და კონფიგურირებული. თანაც ეს პირობები უნდა შესრულდეს არა მარტო წამყვანი კომპანიების მოწყობილობებში, არამედ მეორე რანგის მწარმოებლებშიც. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.