Magdalena

Facebook-ის კონტრაქტორები ახდენენ მომხმარებლების შეტყობინებების განხილვასა და კლასიფიცირებას ხელოვნური ინტელექტის სწავლებისათვის

Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანია Facebook-ის ათასობით გარე თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიხილავ და ახდენ მომხმარებლების შეტყობინებების მარკირებას Facebook-სა და Instagram-ზე. ასევე ცნობილია, რომ ამგვარი საქმიანობა ხორციელდება ხელოვნური ინტელექტის სწავლებისა და მომხმარებლების ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმირებულობის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ თანამშრომლები კითხულობენ არა მარტო საჯარო, არამედ პირად შეყობინებებსაც, ეს საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს კონფიდენციალურობის დარღვევად. 

image.jpeg 

წყაროების შეტყობინებაშ აგრეთვე ნათქვამია, რომ 260-მა თანამშრომელმა მილიონობით შეტყობინების მარკირება მოახდინ ინდოეთში ჯერ კიდევ 2014 წელს. ისინი განიხილავენ შეტყობინების თემას, მისი დაწერის მიზეზს, აფასებენ ავტორის განზრახვას. დიდი ალბათობით, კომპანია Facebook ამ მონაცემებს იყენებს ახალი ფუნქციების შემუშავებისათვის და იმ მოგების გაზრდისათვის, რომელსაც იღებს სოციალურ ქსელებში განთავსებული რეკლამებისაგან. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 200 ასეთი პროექტი მოქმედებს, რომლებშიც ხდება მომხმარებლების მარკირებული შეტყობინებების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემების სწავლებისათვის.  

აღნიშნულია, რომ ასეთი მიდგომა იშვიათობას არ წარმოადგენს და უამრავ დიდ კომპანია ჰყავს სპეციალური თანამშრომლებ, რომლებიც დაკავებულნი არიან „მონაცემების ანოტაციით“. ცხადია, პოპულარული სოციალური ქსელების მომხმარებლები ვერ იგრძობენ თავს მშვიდად. ცნობილია, რომ ზემოთხსენებული ინდოეთის შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლებს წვდომა აქვთ მომხმარებელთა შეტყობინებებთან, სტატუსის განახლებასთან, ფოტოებისა და ვიდეოების მასალებთან, მათ შორის იმ კონტენტთანაც, რასაც კერძ ჩატში გზავნიან მომხმარებლები.  

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now