Jump to content

გასული წლის ყველაზე კარგად გაყიდვადი სმარტფონების ტოპ-ხუთეულში ოთხ ადგილს iPhone იკავებს


Recommended Posts

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფლაგმანურ კონტექტსში ვერც ერთი კომპანია უწევს კონკურენციას Apple-ის გაყიდვებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბოლო პერიოდში სულ უფრო ცოტა სმარტფონს ყიდის, iPhone მსოფლიოში ჯერჯერობით მაინც ყველაზე კარგად გაყიდვადი ტელეფონია. სიტუაცია არც გასულ წელს შეცვლილა.  

image.jpeg 

მარტფონების ბაზრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წლის ყველაზე კარგად გაყიდვადი მოდელი იყო ფლაგმანური iPhone X. პოპულარობით მეორე ადგილზე წარმოდგენილია iPhone 8, ლიდერებში მესამე კი გახლავთ iPhone 8 Plus. iPhone-ის ამ სამი გაყიდული მოდელის ერთობლივი რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონი ერთეულია. მეოთხე ადგილი ერგო iPhone 7-ს. 

ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე ყველაზე კარგად გაყიდვად სმარტფონს საერთო რეიტინგში მხოლოდ მეხუთე ადგილი ერგო. ეს არის საბაზისო სეგმენტის წარმომადგენელი Xiaomi Redmi 5A. კვლევის თანახმად, გასული წლის განმავლობაში გაიყიდა 20 მლნ ერთეული Redmi 5A. 

image.jpeg 

ჩინუ Xiaomi-ს რეიტინგში მოსდევს სამხრეთკორეული სმარტფონი: მეექვსე ადგილზეა ფლაგმანი Samsung Galaxy S9, რომელიც გასული წლის დასაწყისშ დაანონსდა. ტოპ-10-ში აგრეთვე შევიდა iPhone Xs და iPhone Xr  გასულ წელს ჯამში გაიყიდა ამ ორი მოდელის 32 მლნ ერთეული (ერთად). 

ათ ყველაზე კარგად გაყიდვად სმარტფონს შორის ვერ მოხვდა Huawei. გასულ წელს ყველაზე კარგად ამ კომპანიის არაფლაგმანური მოწყობილობები იყიდებოდა. ცალკეულ სმარტფონებს შორის გაყიდვებით კი ლიდერობს Huawei P20 Lite.  

image.jpeg 

Counterpoint-მა ცალკე გამოაქვეყნა სმარტფონების ბაზრის ჩინური სეგმენტის კვლევის შედეგებიც. როგორც აღმოჩნდა, ჩინეთში ყველაზე კარგად იყიდებოდა  
OPPO R15. მის გარდა ჩინეთის მაცხოვრებლები აქტიურად ყიდულობდნენ iPhone X-ს, OPPO A5-ს, OPPO A83-სა და vivo X2-ს1. ტოპ-ათეულში ასევე შევიდა iPhone 8 Plus, vivo Y85, OPPO A72, Xiaomi Redmi 5 Pus და OPPO R11s. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.