Jump to content

ბიუჯეტური Google Pixel 3: ფასი, მახასიათებლები, ოფიციალური ფოტოები


Recommended Posts

ბლოგერმა ბრენდონ ლიმ საზოგადოებას გაუზიარა გასაყიდად შეფუთული სმარტფონის გარეგნული იერსახე. ფოტოზე ხედავთ Google Pixel 3-ის ბიუჯეტური ვარიანტის - Pixel 3a-ს შეფუთვას. ფოტოდან მტკიცდება, რომ სმარტფონს ოდინარული ძირითადი კამერა ექნება, რომელიც განთავსებულია უკანა პანელზე ფლეშ-განათებასა და თითის ანაბეჭდის სკანერთან ერთად. 
image.png 

მოგვიანებით კი ინსაიდერ Max J-ის მიერ ცნობილი გახდა Pixel 3a-სა და Pixel 3a XL-ის მახასიათებლები.  

სტანდარტულ მოდელს ექნება: 

5,6-დუიმიანი gOLED მატრიცა გვერდების შეფარდებით 18.5 : 9; 

Full HD+ გაფართოება და პიქსელების სიმჭიდროვე 441 PPI; 

3000 მილიამპერი/სთ. ბატარეა; 

18 ვატიანი სწრაფ დატენვის მხარდაჭერა; 

წონა - 150 გრამი. 

უფროსი მოდელის წონა 20 გრამით მეტია; 

3700 მა/სთ. მოცულობის ბატარეა; 

18-ვატიანი სწრაფი დატენვა; 

Full HD+ გაფართოება; 

ეკრანის დიაგონალი - 6 დუიმი; 

პიქსელების სიმჭიდროვე - 402 PPI. 

image.jpegimage.jpegimage.jpeg 

 

 
 
წინასწარი ცნობებით, Google Pixel 3a XL სმარტფონს ექნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი Qualcomm Snapdragon 670. სტანდარტულ ვერსიას კი - 11-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 675. ორივე სმარტფონს ექნება 12-მეგაპიქსელიანი ძირითადი და 9-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერები. 

Google Pixel 3a-სა და Pixel 3a XL-ის ოფიციალური გამოსახულებებიდან ჩანს, რომ სმარტფონებს საკმაოდ ფართე ჩარჩოები აქვთ, ასევე ორნაწილად „გაყოფილი“ უკანა პანელი. არ აქვთ ჭრილი ეკრანზე და სტერეოდინამიკები. 

image.jpegimage.jpeg 

ბიუჯეტური სმარტფონები იმაზე იაფი აღმოჩნდა, ვიდრე ამ დრომდე მიიჩნეოდა. 64 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე Google Pixel 3a მოდელის ფასი 355 ევროა და არა 450, როგორც აქამდე ითვლებოდა. იმავე მოცულობის მეხსიერების მქონე Google Pixel 3a XL კი ეღირება 430 ევრო (ნაცვლად 550-სა). ორივე სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ფერის მხრივ სამ ვარიანტად: Just Black, Purple-ish და Clearly White 

Google Pixel 3a და Pixel 3a XL სმარტფონების პრემიერა შედგება 7 მაისს. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.