Jump to content

გამოქვეყნდა Sony PlayStation 5 კონსოლის რენდერები


Recommended Posts

ახალი გეიმინგ-კონსოლების გამოსვლის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის იმის გათვლისწინებით, რომ ორიგინალი PS4 ვერსია ჯერ კიდევ 2013 წელს დაანონსდა. მოწყობილობის სტანდარტული შვიდწლიანი სასიცოცხლო ციკლი დასასრულს მომდევნო წელს მიუახლოვდება, ეს კი, როგორც ცნობილია, იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კონსოლი წარდგენილი იქნება 2020 წელს. სამომავლო რელიზის შსახებ არსებული მონაცემებისა და დიზაინერული გადაწყვეტილებების საფუძველზე პორტალ LetsGoDigital-მა შექმნა PS5-ის ამსახველი რენდერები. 

image.jpeg 

მიმდინარე თვის შუა პერიოდში მწარმოებლებმა PS5-ის გარკვეული სპეციფიკაციები გაამხილეს. ინტერნეტ-წყაროები იტყობინებიან, რომ ახალ კონსოლს ექნება 8K ფორმატის გამოსახულების მხარდაჭერა, Ray-tracing და 3D-ხმა. გარდა ამისა, HDD-ის ადგილს დაიკავებს SSD, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს კონტენტის ჩატვირთვას. ასევე მცირე ხნის წინ გაჟღერდა ცნობა, რომ Sony-ს ახალი კონსოლი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ იქნება წარდგენილი ბაზარზე. შესაძლებელიაა ანონსი შედგეს მომდევნო წლის შემოდგომაზე, როგორც ეს მოხდა PS3 და PS4 კონსოლების შემთხვევაში. 

image.jpeg 

PS5-ის საბაზრო ღირებულება კვლავ უცნობია. ევროპულ ბაზარზე PS4-ის საწყისი ფასი დაახლოებით 400 ევროს შეადგენდა, მასზე გვიან გამოსული Xbox One X-სა კი - 500 ევროს. დიდი ალბათობით, PS5-ის ფასი 500 ევროზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ცდილობს ახალი მოწყობილობა მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მიმზიდველ ფასში გამოუშვას. 

image.jpeg 

მიმდინარე წელს Sony არ მიიღებს მონაწილეობას E3 გამოფენაზე, ასე რომ უახლოეს პერიოდში კომპანიისაგან არ უნდა ველოდოთ რაიმე მსხვილ ანონსს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

PS5-ის custom SSD-ის ჩატვირთვის სისწრაფე გამოაქვეყნეს ტვიტერზე და თან PS4 Pro-ც არის შედარებული.

ვნახოთ რა იქნება

 

სტატია:

https://www.tomsguide.com/us/sony-ps5-load-times,news-30126.html

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.