Jump to content

Radeon VII Ethereum-ის მოპოვებისათვის ყველაზე სწრაფი ვიდეო ბარათი აღმოჩნდა


Recommended Posts

კომპანია AMD-ის ვიდეო ბარათი Radeon VII კიდევ ერთხელ გახდა ლიდერი კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების მხრივ. ფლაგმანურმა გრაფიკულმა ამაჩქარებელმა წარმადობით გადააჭარბა Vega-ს ბაზაზე შექმნილ ბარათებს, ორი GPU Fiji-ს ბაზაზე არსებულ Radeon Pro Duo-ს, ასევე უკან ჩამოიტოვა ამ დრომდე არსებული ლიდერი NVIDIA Titan V. 

image.jpeg 

ქარხნულ (დამატებებისა და ცვლილებების გარეშე არსებულ) Radeon VII ვიდეო ბარათს შეუძლია უზრუნველყოს მოპოვება 90 Mhash/წმ. სიჩქარით. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია ქარხნულ Radeon RX Vega 64-ზე, აგრეთვე 29 %-ით აჭარბებს Radeon Pro Duo-ს სიჩქარეს. Titan V-სთან სხვაობა საკმაოდ თვალშისაცემია - NVIDIA-ს სტანდარტული კონფიგურაციის ვიდეო ბარათს შეუძლია უზრუნველყოს ჰეშრეითი მაჩვენებლით - 60 Mhash/წმ. 

პარამეტრების სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით შესაძლებელია Radeon VII ბარათის ჰეშრეითი 100 Mhash/წამადე გაიზარდოს. თუმცა ოპტიმალურია შემცირდეს ენერგომოხმარება 319-დან 251 ვატამდე. ამავე დროს დაშვებულია მეხსიერების აჩქარება 1000-დან 1100 მეგაჰერცამდე, GPU-ის მუშაობა კი ოპტიმალურია 1750 მეგაჰერც სიხშირეზე. ამგვარ პირობებში მოპოვების სიჩქარე იქნება 91 Mhash/წმ, ეფექტურობა კი 21%-ით გაიზრდება. 

ვიდეო ბარათი  

სტანდარტული ჰეშრეითი/ Mhash/წმ. 

ოპტიმიზებული ჰეშრეითი/ Mhash/წმ. 

 

Radeon VII 

 

Titan V 

 

Radeon Pro Duo (Fiji) 

 

GeForce GTX 1080 Ti 

 

Radeon RX Vega 64 

 

Radeon RX 580 

 

 

90 

 

69 

 

64 

 

30-35 

 

32 

 

25 

 

100 

 

82 

 

 

 

50-55 

 

44 

 

30 

 

Titan V-სთან შედარებით Radeon VII ბარათს არა მარტო უფრო მაღალი წარმადობის მაჩვენებელი აქვს, არამედ ბევრად მიმზიდველია მისი ფასიც - NVIDIA-ს ბარათი 3 ათასი აშშ დოლარი ღირს, AMD Radeon VII კი - 700 დოლარი.  

image.jpeg 

საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა Radeon RX Vega 64-სა და Radeon VII ბარათებს შორის. საქმე მეხსიერებასა და მის სიჩქარეში მდგომარეობს. Radeon RX Vega 64-ს აქვს  8 გბ HBM2 მეხსიერება წამში 484 გბ სიჩქარით. Radeon VII-ს კი აქვს 16-გიგაბაიტიანი HBM2, რომლის სიჩქარეა 1 ტბ/წმ. თანაც, ორივე ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება დაახლოებით ერთ დონეზეა, რის შედეგადაც Radeon VII ბევრად საინტერესო გადაწყვეტილებაა მაინინგისათვის. 

image.jpeg 

არსებობს ერთი მინუსიც: მაინინგის შემოსავლიანობა ამჟამად მეტად დაბალ დონეზეა და ზემოხსენებული მაღალი ჰეშრეითით მიებული მოგებაც კი დიდად სახარბიელო არ იქნება. სულ სხვაგვარ იქნებოდა ვითარება, Radeon VII  წელიწადნახევრის წინ რომ არსებულიყო. 

Link to comment
Share on other sites

2080Ti-2080 სუსტია მაგ ალგოზე თუ რატომ არაა დატესტილი, ჩემი სისტემით TDP 70% (4X1080+1080Ti) 190 მჰ/სეკ დებს სადღაც პილით ნორმალური მაინერით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.