Jump to content

CORSAIR-მა განაახლა ფლაგმანური პროდუქტები პერიფერიული გეიმინგ-მოწყობილობების ხაზში


Recommended Posts

image.jpeg

კომპანია CORSAIR-მა განაცხადა, რომ აფართოვებს პერიფერიული გეიმინგ-მოწყობილობების სერიას ორი ახალი მოდელით. ესენია მაუსები IRONCLAW RGB WIRELESS და GLAIVE RGB PRO. 

  • IRONCLAW RGB WIRELESS - ეს არის IRONCLAW RGB-ის უსადენო ვერსია, რომელიც წარდგენილი იყო მიმდინარე წლის დასაწყისში. ახალ მაუსში გამოყენებულია უსადენო კავშირის სუპერსწრაფი ტექნოლოგია SLIPSTREAM CORSAIR WIRELESS და ოპტიკური სენსორი Pixart PMW3391, რომლის გაფართოებაა 18000 DPI. შედეგად გეიმერები უზრუნველყოფილნი არიან უსადენო კავშირის სტაბილურობის უმაღლესი დონითა და შესანიშნავი სიზუსტით. 

 
 
image.jpeg 

SLIPSTREAM WIRELESS- ეს არის უსადენო კავშირის ტექნოლოია 2,4 გიგაჰერც სიხშირეზე, მისი შეფერხების მაჩვენებელი 1 მილიწამზე ნაკლებია. იგი წარმოდგენილია სიგნალის სიხშირის ინტელექტუალური რეგულირებით (Intelligent Frequency Shift, IFS) და უზრუნველყოფს სტაბილურ სიგნალს ინტენსიური დატვირთვის დროსაც კი 10 მეტრი დაშორების მანძილიდან. შესაძლებელია Bluetooth-ით დაკავშირება, USB სადენის გამოყენების შემთხვევაში კი გეიმერები შეძლებენ ერთდროულად გამოიყენონ და დატენონ მოწყობილობა. ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია დაახლოებით 50 საათი. 

IRONCLAW RGB WIRELESSმაუსს ასევე აქვს სამი დამატებითი პროგრამირებადი ღილაკი, ჯამში ღილაკების რაოდენობა ათია. დამატებული აქვს RGB განათების კიდევ ერთი ზონა. 

  • GLAIVE RGB PRO- ეს მაუსი არის GLAIVE RGB-ის განახლებული ვარიანტი. ეს უკანასკნელი ცნობილია სამი მოსახსნელი გვერდითი პანელით, რითიც შესაძლებელია მაუსის ფორმის კორექტირება მაქსიმალურად კომფორტული გამოყენებისათვის. ახალ ვერსიას, ისევე როგორც კომპანიის საუკეთესო მაუსებს, აქვს სენსორი Pixart PMW3391 და სამზონიანი RGB განათება. მოწყობილობის ღირსებას წარმოადგენს ასევე მტკიცე და გამძლე ალუმინის გორგოლაჭი. 

 
 
image.jpeg 

ახალი მაუსების შეძენა შესაძლებელია CORSAIR-ის ავტორიზებული დილერებისა და დისტრიბუტორებისაგან, აგრეთვე შეგიძლიათ შეიძინოთ CORSAIR-ის ინტერნეტ-მაღაზიიდან.  

CORSAIR IRONCLAW RGB WIRELESS - 79,99 $;  

GLAIVE RGB PRO- 69,99 $. 

                                                      ტექნიკური   მახასიათებლები 

მოდელი 

IRONCLAW RGB WIRELESS 

    GLAIVE RGB PRO 

გარანტია 

                                               ორი წელი 

პროგრამირებადი ღილაკები 

 10 

     7 

DPI 

                                               18000 DPI 

სენსორი 

                                               PMW3391 

სენსორის ტიპი 

                                              ოპტიკური 

განათება 

                                           RGB სამი ზონა 

ინტეგრირებული მეხსიერება 

                                                     აქვს 

რეგულირებადი პროფილები 

  3 

    1 

მთავარი ღილაკების გადამრთველი 

                                                    Omron 

მიერთების ტიპი 

უსადენო და სადენიანი 

  სადენიანი 

ღილაკების რესურსი 

                                     50 მილიონჯერ დაჭერა 

წონა 

130 გრამი 

  115 გრამი 

CUE Software-ის მხარდაჭერა 

                                                       აქვს 

სადენი 

                                                   1,8 მეტრი 

თამაშების რეკომენდირებული ჟანრები 

                                                   FPS, MOBA 

ბატარეის მუშაობის პერიოდი 

2.4GHz SLIPSTREAM: 
30 სთ RGB-თი, 45 RGB-ის გარეშე; 
Bluetooth: 
40 სთ RGB-თი,  60 RGB-ის გარეშე 

 

ბატარეის ტიპი 

ლითიუმ-პოლიმერული 

 

 

image.jpeg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.