Jump to content

ცნობილი გახდა Intel Comet Lake U პროცესორების მახასიათებლები


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა G სუფიქსით წარმოდგენილი Intel Comet Lake-ის სერიის პროცესორების ძირითადი მახასიათებლები. ეს პროცესორები გამოვა 2019 წლის ბოლო კვარტალში და ისინი განკუთვნილი იქნება კომპაქტური დესკტოპ-კომპიუტერებისა და ლეპტოებისათვის. პარალელურად გამოჩნდა ინფორმაციაც მობილური Comet Lake U პროცესორების შესახებ. 

 
image.jpeg 

როგორც ჩანს, კალიფორნიული გიგანტი აპირებს სულ მცირე ოთხი ახალი მოდელის წარდგენას. ფლაგმანური პროცესორი დიდი ალბათობით იქნება Intel Core i7-10710U. მას ექნება 6 ბირთვი, 12 ნაკადი, TDP  15 ვატი. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 1,1 გიგაჰერცი, Boost-სიხშირე კი 4.6 / 4.6 / 4.1 / 3.8 გჰც. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ TDP-ის მაჩვენებელი ოთხივე პროცესორში 15 ვატის ტოლი იქნება ისევე, როგორც Come Lake G მოდელებში. გარდა ამისა, ახალ მოდელებს ექნებათ DDR4-2667 და LPDDR3-2133 ტიპის მეხსიერებებისა და AVX2 ინსტრუქციათა ნაკრების მხარდაჭერა. 

პროცესორი 

ბირთვი/ ნაკადი 

მაქს. სიხშირე 

საბაზისო სიხშირე 

მეხსიერება 

TPD 

Core i7-10710U 

6 / 12 

4.6 / 4.6 /4.1 / 3.8 გჰც 

1.1 გჰც 

LPDDR3-2133 

DDR4-2667 

15 ვტ 

Core i7-10510U 

4 / 8 

4.9 / 4.8 / 4.3 გჰც 

1.8 გჰც 

LPDDR3-2133 

DDR4-2667 

15 ვტ 

Core i5-10210U 

4 / 8 

4.2 / 4.1 / 3.9 გჰც 

1.6 გჰც 

LPDDR3-2133 

DDR4-2667 

15 ვტ 

Core i3-10110U 

2 / 4 

4.1 / 3.7 გჰც 

2.1 გჰც 

LPDDR3-2133 

DDR4-2667 

15 ვტ 

image.png 

მოწოდებული ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალური და ჩიპების მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს. სადებიუტო მზა პროდუქტები წარმოდგენილი იქნება 2020 წლის პირველ კვარტალში, თუმცა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Comet Lake თაობის პროცესორების ანონსი შედგება მიმდინარე წლის ბოლოს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.