Jump to content

Samsung-ი 2,9 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს კრიპტო ჰარდვეარ-სტარტაპ Ledger-ში


Recommended Posts

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა ჩადო 2,6 მლნ ევროს (2,9 მლნ $) ოდენობით ივესტიცია კრიპტო-ჰარდვეარ სტარტაპ Ledger-ში. 

ფრანგულმა ბიზნეს-ჟურნალმა Capital-მა დაწერა, რომ ივესტიციების სახით სტარტაპი იღებს დაახლოებით 290 მლნ აშშ დოლარს. Ledger-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ Samsung-მა მხარი დაუჭირა სტარტაპს, თუმცა სამომავლო შედეგების დადასტურების შესახებ არაფერი უქვამს. თავის მხრივ არც Samsung-ს წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი ამ თემაზე პრესასთან. 

ეს სიახლე დაემთხვა მოვლენას, როდესაც Ledger-მა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა Pascal Gauthier. არსობრივად ეს ინვესტიცია ფინანსირების წინა რაუნდის გაგრძელებაა. A რაუნდისას მოხდა 7 მლნ აშშ დოლარის მოზიდვა 2017 წელს, B სერიაში - 75 მლნ დოლარისა 2018 წელს. გაურკვეველია, არის თუ არა Samsung-ის მიერ ჩადებული ინვესტიცია უფრო მსხვილი ფინანსირების რაუნდის ნაწილი.

image.jpeg 

Ledger-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა Éric Larchevêque-მა დაადასტურა ინვესტირება, თუმცა უარი განაცხადა სხვა სახის კომენტარებზე - აღნიშნავს Capital. Larchevêque-მა Twitter-ზე დაწერა: „ყოველთვის დაგვჭირდება ჰარდვეარ-საფულეები, მაგრამ კომპანიონობა რომ გავუწიოთ პირად სუვერენიტეტზე დაფუძნებულ კრიპტო რევოლუციას - ამაში მთავარ როლს სმარტფონები შეასრულებს“. 

Larchevêque ამჟამად Ledger-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. 

Ledger-ი ამ დროისათვის შაობს სხვადასხვა ბანკსა და კომპანიასთან, რათა მათ ესთავაზოს შენახვის რამოდენიმე ვარიანტი. როგორც ცნობილია, დეპოზიტური ღონისძიება იაპონურ ბანკ Nomura-სთან ამოქმედდება 2020 წელს. ამავე დროს, Ledger-ი თანამშრომლობს ლიცენზირებულ ჰონგკონგურ Legacy Trust-თანაც, რათა შესთავაზოს Ethereum-ზე დაფუძნებული ტოკენების შენახვის სერვისები. 

რაც შეეხება Samsung-ს, იგი ცოტა ხანია, რაც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სივრცეში შეიჭრა. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი ახალი ფლაგმანური სმარტფონების სერია Galaxy S10 წარმოდგენილი იქნება კრიპტო-საფულის ფუნქციით. ამასთანავე, ახლა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია მუშაობს საკუთარ უნიკალურ Ethereum-ბლოკჩეინზე. 

სავსებით შესაძლებელია, რომ Samsung-მა ოდესმ საკუთარი ტოკენიც გამოუშვას - აცხადებს CoinDesk Korea. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.