Magdalena

Microsoft-ი 1-ტრილიონიანი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიათა რიცხვს შეუერთდა

Recommended Posts

Microsoft შეუერთდა ელიტურ კლუბს, რომლის წევრობის ერთადერთი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში - კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია უნდა შეადგენდეს 1 ტრილიონ დოლარს ან მეტს. ამავე დროს კომპანია Microsoft-მა მიიღო აშ-ის ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიის ტიტულიც. 

image.jpeg 

პროგრამულმა გიგანტმა ბარიერი გადალახა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მისი აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა მოსალოდნელი შემოსავლებისა და მოგების წყალობით. მესამე კვარტალში Microsoft-ის შემოსავალმა 30,6 მლრდ დოლარი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი - 8,8 მილიარდი. ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო Windows-ის, Xbox-ის, საძიებო რეკლამებისა და Surface-ს ქვეგანყოფილებების მაღალი ეფექტურობით. 

ფასიან ქაღალდებზე ფასის მატებამ Microsoft-ი აქცია მესამე ამერიკულ კომპანიად, რომელმაც მიაღწია ბაზრის კაპიტალიზაციის ასეთ გრანდიოზულ მაჩვენებელს. გასული წლის აგვისტოში Apple გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც ამ მიზანს იაღწია, თუმცა მისი ამჟამინდელი ბაზრის კაპიტალიზაცია 976 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ერთი თვის შემდეგ Apple-ს გზას მიჰყვა Amazon-იც მცირე ხნით, ამჟამად კი იგი შეფასებულია 935 მილიარდად. 

image.jpeg 

ამიტომაც, აქციების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე, ამჟამად Microsoft-ა აშშ-ის (და, როგორც ჩანს, მსოფლიოსიც) ყველაზე ძვირადღირებული კომპანია. სოფთვეარ-გიგანტმა ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლით Apple-ს გაუსწრო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში. კომპანია Mictosoft-ს ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია 1-ტრილიონიანი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now