Jump to content

Inno3D-მა წარადგინა ვიდეო ბარათები GeForce GTX 1650 Twin X2 OC და GTX 1650 Compact


Recommended Posts

NVIDIA-ს სხვა AIB-პარტნიორების მსგავსად კომპანია Inno3D-მაც წარადგინა ახალი ვიდეო ბარათ GeForce GTX 1650-ის საკუთარი ვერსიები. კომპანიამ დაამზადა ორი მოდელი: GeForce GTX 1650 Twin X2 OC და GTX 1650 Compact, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გაგრილების სიტემითა და GPU-ის სიხშირით. 

image.jpeg 

ახალი ბარათებიდან უფროსი მოდელია GeForce GTX 1650 Twin X2 OC. იგი აღჭურვილია საკმაოდ დიდი მონოლითრი რადიატორის მქონე გაგრილების სისტემითა და ორი 80-მილიმეტრიანი ვენტილატორით. თვის მხრივ, GeForce GTX 1650 Compact ვიდეო ბარათს უფრო კომპაქტური გაბარიტები აქვს შედარებით მცირე ზომის რადიატორისა და მხოლოდ ერთი ვენტილატორის წყალობით, თუმცა ამ ვენტილატორის დიაგონალი 100 მილიმეტრს შეადგენს. 

image.jpeg 

რაც შეეხება ტაქტის სიხშირეებს, უმცროსი GeForce GTX 1650 Compact მოდელის ეტალონური სიხშირეა 1485/1665 მეგაჰერცი. უფრო მოდელი კი წარმოდგენია ქარხნული ოვერქლოქინგით, რის წყალობითაც Boost-რეჟიმში მისი სიხშირე 1719 მეგაჰერცს შეადგენს. ორივე ვიდეო ბარათს აქვს 4 გიგაბაიტი GDDR5 მეხსიერება და ორივეს ეტალონური სიხშირე 2000 მეგაჰერცია, ეფექტური კი - 8000 მეგაჰერცი. 

image.jpeg 

ორივე ვიდეო ბარათი აგებულია მცირე სიგრძის, ერთმანეთის იდენტურ PCB-დაფაზე, რის გამოც GeForce GTX 1650 Twin X2 OC მოდელის გაგრილების სისტემა ოდნავ სცდება დაფის ფარგლებს. დამატებითი კვება ვიდეო ბარათებს არ სჭირდება - აუცილებე 75 ვატს ისინი PCI Express სლოტიდან ებენ. ბარათებზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.0b და ორი DisplayPort 1.4. 

image.jpeg 

Inno3D GeForce GTX 1650 Twin X2 OC და GTX 1650 Compact ვიდეო ბარათების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მათი ზუსტი ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ღირებულება სტანდარტული 149 აშშ დოლარისაგან დიდად განსხვავებული არ იქნება. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.