Magdalena Posted April 24, 2019 Share Posted April 24, 2019 სამშაბათს, 23 აპრილს კრიპტო ბაზარზე ზრდა მიმდინარეობს, Bitcoin-მა გადალახა 5500 დოლარიანი ნიშნული და 2019 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი 20 კრიპტოვალუტა წერის პერიოდში მწვანე ზონაშია. Tezos (XTZ) 12%-ზე მეტით გაიზარდა ბოლო 24 საათში. მეორე მხრივ, Binance coin (BNB) და Bitcoin SV (BSV) შემცირდა დაახლოებით 2,7 და 1,2%-ით, შესაბამისად. CoinMarketCap-ის მონაცემებით Bitcoin-ის ფასი ზრდას აგრძელებს და წერის პერიოდში 5590 დოლარს აღწევს. მისი ბაზარზე დომინანტობა ბოლო 24 საათში 52,5%-დან 53,2%-მდე გაიზარდა. Bitcoin-ის ფასის 24-საათიანი გრაფიკი. CoinMarketCap Ether (ETH), ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა 2,3%-ით გაიზარდა და წერის პერიოდში 175 დოლარად იყიდება. ბოლო 7 დღის განმავლობაში მან 7,6%-იანი ზრდა განიცადა. Ethereum-ის ფასის 7-დღიანი გრაფიკი. CoinMarketCap XRP, სიდიდით მეორე Altcoin-ი სტატიის წერის დღეს აფიქსირებს ფასის ცვლილების დაბალ დიაპაზონს. იგი შემცირდა 0,1%-იდან 0,326 დოლარამდე. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ჯამში მონეტის ფასი 1,5%-ით გაიზარდა. XRP-ის შვიდდღიანი ფასის გრაფიკი. CoinMarketCap ბაზრის საერთო, მთლიანმა კაპიტალიზაციამ 2019 წელს პირველად მიაღწია 185 მილიარდ დოლარს. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, 7-დღიანი გრაფიკი. CoinMarketCap ევროპული კრიპტო ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg-მა დაწერა, რომ Bitcoin-მა შექმნა პირველი ხარული ოქროს გადაკვეთა 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ. Bitcoin-ის ოქროს გადაკვეთა. Bloomberg https://cointelegraph.com/news/bitcoin-almost-touches-5-600-forming-its-first-bullish-golden-cross-since-october-2015 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 24, 2019 Share Posted April 24, 2019 მაგრამ ისევ დაეცა 5450$ ფარგლებში, ვნახოთ აბა თუ მოახერხებს ამჯერათ 6000$ ბარიერის გადაკვეთას თუ ისევ 5500$ ფარგლებში დარჩება გარკვეული პერიოდი ჯერ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.