Jump to content

Samsung-მა უკან გამოითხოვა ექსპერტებისათვის გაგზავნილი ყველა Galaxy Fold


Recommended Posts

Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ გადაიდო დასაკეცი სმარტფონის გამოშვების თარიღი, მეორე დღეს კი უკან გამოითხოვა Galaxy Fold-ის ყველა ნიმუში, რომლებიც რეცენზისტებისთვის ჰქონდა გაგაზავნილი. ფლაგმანური სმარტფონის გამოშვების ვადის გადაწევას კომპანია ხსნის ამგვარად, რომ აუცილებელია დამატებითი ტესტების ჩატარება, რათა გაუმჯობესდეს მოწყობილობის კონსტრუქციის გამძლეობა. 

image.jpeg 

Samsung-ის პირვანდელი გეგმის თანახმად Galaxy Fold აშშ-ში უნდა გამოსულიყო 26 აპრილს, თუმცა ექსპერტების დაკვირვების შედეგად ექსპლუატაციიდან 1-2 დღეში პრობლემები გამოვლინდა, რამაც კომპანია იძლებული გახადა, დასაკეცი სმარტფონის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადადოს. 

მარტში გამოქვეყნ ვიდეო, სადაც Samsung- ახდენდა დემონსტრირებას, თუ როგორ გამოიცდება Galaxy Fold-ის ეკრანი გაშლა-დაკეცვისას. იმ დროს გამოცხადებულ იქნა, რომ მოწყობილობამ საიმედოობა დაამტკიცა და არ გამოვლინდა არანაირი დეფექტი. 

image.jpeg 

ანალიტიკოსების აზრით, დასაკეც სმარტფონზე აღმოჩენილი პრობლემები არ აისახება Samsung-ის ბუალტრულ ბალანსზე, თუმცა რელიზის ვადის გადაწევა ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის მოწინავე პოზიციას დასაკეცი სმარტფონების სეგმენტში. 

თავად კომპანიის თანამშრომლების ნაწილი მომხდარში პოზიტიურ მხარესაც ხედავს: „მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა პრობლემა მოვაგვაროთ გაყიდვების დაწყებამდე, რათა სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.