Magdalena Posted April 24, 2019 Share Posted April 24, 2019 Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ გადაიდო დასაკეცი სმარტფონის გამოშვების თარიღი, მეორე დღეს კი უკან გამოითხოვა Galaxy Fold-ის ყველა ნიმუში, რომლებიც რეცენზისტებისთვის ჰქონდა გაგაზავნილი. ფლაგმანური სმარტფონის გამოშვების ვადის გადაწევას კომპანია ხსნის ამგვარად, რომ აუცილებელია დამატებითი ტესტების ჩატარება, რათა გაუმჯობესდეს მოწყობილობის კონსტრუქციის გამძლეობა. Samsung-ის პირვანდელი გეგმის თანახმად Galaxy Fold აშშ-ში უნდა გამოსულიყო 26 აპრილს, თუმცა ექსპერტების დაკვირვების შედეგად ექსპლუატაციიდან 1-2 დღეში პრობლემები გამოვლინდა, რამაც კომპანია იძულებული გახადა, დასაკეცი სმარტფონის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადადოს. მარტში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც Samsung-ი ახდენდა დემონსტრირებას, თუ როგორ გამოიცდება Galaxy Fold-ის ეკრანი გაშლა-დაკეცვისას. იმ დროს გამოცხადებულ იქნა, რომ მოწყობილობამ საიმედოობა დაამტკიცა და არ გამოვლინდა არანაირი დეფექტი. ანალიტიკოსების აზრით, დასაკეც სმარტფონზე აღმოჩენილი პრობლემები არ აისახება Samsung-ის ბუღალტრულ ბალანსზე, თუმცა რელიზის ვადის გადაწევა ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის მოწინავე პოზიციას დასაკეცი სმარტფონების სეგმენტში. თავად კომპანიის თანამშრომლების ნაწილი მომხდარში პოზიტიურ მხარესაც ხედავს: „მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა პრობლემა მოვაგვაროთ გაყიდვების დაწყებამდე, რათა სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას“. https://3dnews.ru/986328 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.