Magdalena Posted April 23, 2019 Share Posted April 23, 2019 Financial Times-ის ცნობებით JPMorgan Chase (JPM) აფართოებს თავისი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბებს, რათა შეამციროს შეცდომით განხორციელებული გლობალური გადახდების რიცხვი. აშშ-ის ფინანსური გიგანტი ახალ ფუნქციებს ამატებს თავის ბანკთაშორის საინფორმაციო ქსელს (Interbank Information Network, IIN), რომელიც ამჟამად მსოფლიოს 220-ზე მეტ ბანკში გამოიყენება. თავდაპირველად ტექნოლოგია შემუშავდა იმ მიზნით, რომ დაწესებულებებს დახმარებოდა - განეხორციელებინათ გადახდების შესახებ მონაცემების გაცვლა რეალურ დროში - შემცირებულიყო შეფერხებები დამუშავებისას. John Hunter-მა, JPM-ის გლობალური კლირინგის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შექმნა ახალი ფუნქცია - იგი მომენტალურად შეამოწმებს მიემართება თუ არა თანხა/გადასახადი რეალურ საბანკო ანგარიშზე. ახალი ფუნქცია შემოდგომაზე უნდა ამოქმედდეს. JPM აგრეთვე ცდილობს თავისი ქსელისაკენ მოიზიდოს fintech-კომპანიები და მათ საშუალება მისცეს შეიმუშავონ აპლიკაციები სპეციალურად შემქნილ “sandbox”-ში, სადაც ისინი წვდომას მიიღებენ მონაცემთა მოდელირებაზე, ფაილების გადაცემასა და შეტყობინებების უსაფრთხო გაცვლაზე. Hunter-მა განაცხადა, რომ ამგვარი მეთოდი მოაგვარებს სტარტაპების უამრავ დაბრკოლებას და დაამატა: „მწარმოებლებს მხოლოდ თავიანთი ინტელექტის „მოტანა“ მოუწევთ“. JPM-მა ბანკთაშორისი საინფორმაციო ქსელი (IIM) თავდაპირველად აამოქმედა 2017 წელს, როგორც საპილოტე სქემა. ფინანსური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგია სარგებელს მოუტანს ბანკებსა და ზოგადად საფინანსო სისტემას. თებერვალში საბანკო გიგანტმა განაცხადა, რომ უშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას - JPM Coin-ს. იმავე თვეში გენერალურმა დირექტორმა Jamie Dimon-მა ივარაუდა, რომ მონეტამ შესაძლოა ევოლუცია განიცადოს სამომხმარებლო გამოყენებისათვის. https://cointelegraph.com/news/jpmorgan-chase-to-add-new-features-to-blockchain-powered-network-for-global-banks 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.