Jump to content

ASUS ამზადებს GeForce GTX 1650 Ti ვიდეო ბარათის რამოდენიმე მოდელს


Recommended Posts

სავსებით სარწმუნოა, რომ კომპანია NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათთან ერთად ამზადებს მის გაუმჯობესებულ ვერსიას - GeForce GTX 1650 Ti. ამ ბარათის მზადებასთან დაკავშირებით ხმები ადრევე ვრცელდებოდა, ამჟამად კი გამოჩნდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მზადებას ადასტურებს. კომპანია ASUS-მა ევროპის ეკონომიკურ კომისიის ბაზაში დაარეგისტრირა GeForce GTX 1650 Ti ბარათის რამოდენიმე მოდელი. 

image.jpeg 

ASUS TUF Gaming GeForce GTX 1660 OC 

არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ვიდეო ბარათი GeForce GTX 1650 აგებული იქნება Turing TU117 მოჭრილ ვერსიაზე და მისი სახელწოდება სავარაუდოდ იქნება TU117-300. ამ გრაფიკულ პროცესორს ექნება 896 CUDA ბირთვი, ე.ი. გათვლილი იქნება 14 ნაკადიან მულტიპროცესორზე (Streaming Multiprocessors, SM).  

თავის მხრივ GeForce GTX 1650 Ti გრაფიკულმა ამაჩქარებელმა შესაძლებელია მიიღოს Turing TU117 გრაფიკული პროცესორის სრული ვერსია, ანუ TU117-400. ამ GPU-ს სავარაუდოდ ექნება 16 ნაკადური მულტიპროცესორი და შესაბამისად - 1024 CUDA ბირთვი. ევროპის ეკონომიკური კომისიის ბაზაში რეგისტირებული ბარათების კოდური სახელების თანახმად, ამ ბარათს ექნება 4 გბ მეხსიერბა 128 -ბიტიანიანი სისტემური სალტით. 

უნდა აღინიშნოს, რომ GeForce GTX 1650 Ti შეავსებს საკმაოდ დიდ ზღვარს GeForce GTX 1650 და GTX 1660 ვიდეო ბარათებს შორის, რომელთაც ექნებათ 896 და 1408 CUDA ბირთვი, შესაბამისად. 

image.jpeg 

ASUS GeForce GTX 1050 Ti OC LP 

და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ASUS-ა ჯამში საკმაოდ ბევრი GeForce GTX 1650 Ti  მოდელი დაარეგისტრირა ბაზაში. მათ რიცხვში შედის Republic of Gamers (ROG) Strix სერიის მოდელები, The Ultimate Force (TUF) სერია, Phoenix, Dual და დაბალპროფილიანი სერა LP-ის მოდელებიც კი. სავარაუდოდ, ვიდეო ბარათ  GTX 1650 Ti-ს წარდგენა მოხდება სტანდარტულ GeForce GTX 1650 ბართთან ერთად, ან მოგვიანებით მის შემდეგ. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.